Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ჩატარდა Iგ კლასის მოსწავლეთა ღონისძიება

2013 წლის 22 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ანტონ მარტყოფელის სახელობის Iგ კლასმა (დამრიგებელი, ქეთევან მოსულიშვილი) გამართა ღონისძიება სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით.
ლამაზად მორთულ საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები. პირველკლასელებმა წარმოადგინეს მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია, რომლის ძირითადი თემა დედა-ენა, ქართული წიგნი, ქართული ანბანი გახლდათ. მსმენელი მალევე დარწმუნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს ბევრი რამ შეუსწავლიათ, საკმაოდ გაზრდილან. მათ კარგად იციან, რომ წიგნი ცოდნის და სიხარულის წყაროა, რომ „წიგნი ხიდია წარსულის, აწმყოსა და მომავალს შორის“, ამიტომ უნდა გვიყვარდეს წიგნი - როგორც გვასწავლიდა დიდი კონსტანტინე გამსახურდია. იაკობ გოგებაშვილმა კი ჩვენ ლამაზი დედაენა გვაჩუქა. აქ იყო ბევრი ლექსი და სიმღერა, ცეკვა და თამაში.
მოსწავლეებს მიესალმნენ პედაგოგები: ქეთევან მოსულიშვილი და ნინო ტაბატაძე.
დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძემ, გულითადად მიულოცა პირველკლასელებს სასწავლო წლის დამთავრება და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, ქეთევან მოსულიშვილს, გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგს, ნინო ტაბატაძეს და გალობის პედაგოგს, ლელა ხომასურიძეს დაუღალავი შრომისათვის.
მოსწავლეებს მიეცათ საზაფხულო დავალებები და გადაეცათ სამახსოვრო ალბომები.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.