Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიმართა კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

2013 წლის 24 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, პრასკევის, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის პარაკლისის დასრულების შემდეგ (რომელიც აღავლინა მოძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ) გაიმართა კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.

ლუკა იასაღაშვილი, წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-3გ კლასის (პედაგოგი, ნინო ტაბატაძე) წარჩინებული მოსწავლეა. მან „ინტელექტის“ ფინალურ ტურში, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, სიგელი დაიმსახურა. სასიხარულოა, რომ კონკურსის ხელმძღანელებმა სკოლა-პანსიონს სამადლობელი სიგელი გადასცეს.
დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავებში“ გამარჯვებულ ვაჟთა, გოგონათა და ხალხურ საკრავთა ჯგუფის ფოლკლორული ანსამბლების, „არსიანის“ წევრებს. კიდევ ერთხელ ყველამ გავიზიარეთ ამ ფესტივალზე გრან-პრის მოპოვების სიხარული (ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, თამილა ფოლადიშვილი, პედაგოგები: დავით შანიძე, დალი დაბრუნდაშვილი, მალხაზ ქოიავა).

ასევე სიგელები გადაეცათ ფიზიკის (პედაგოგი, ზურაბ გოგოლაძე) სასკოლო ტურში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს.
სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გულითადად მიულოცა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ეს აღიარება. ამავდროულად მადლობა გადაუხადა 9 აპრილს, ღამით, სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალთან გამართულ ხსოვნის საღამოში მონაწილე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და თანამშრომლებს.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613114 
დღეს: 109 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.