Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ღონისძიებაზე მიიწვიეს

2013 წლის 23 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ჯგუფმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ესტუმრა ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს.
ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი, სწორედ, იმ სახლშია განთავსებული, სადაც ცნობილმა მწერალმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1902 – 1097). სახლი ილიამ 1900 წელს შეიძინა. დღემდე ხელუხლებლად შემორჩა 1900 - 1902 წლებში არქიტექტორ სვიმონ კლდიშვილის მიერ მიშენებული საპარადო ფასადი და მისაღები ოთახის კედლის ბუხარი.
ექსპოზიცია ილიას პირადსა და ეპოქალურ ნივთებს აერთიანებს. მწერლის სამუშაო ოთახში გარემო დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით თითქმის უცვლელადაა აღდგენილი.
ილიას შემოქმედების თაყვანისმცემლებს მუზეუმში გამეფებული სიმყუდროვე ხიბლავთ. საოცრად თბილი გარემო სტუმრებს XX საუკუნის დასაწყისში აბრუნებს და ,,დროში მოგზაურობისგან” გამოწვეული შთაბეჭდილებები კიდევ დიდხანს არ ნელდება.
ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების კვირეული. ამ დღეს მუზეუმში, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება, სადაც სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. კიდევ ერთხელ გვაზიარეს ილიას სამყაროს. მის ღვაწლს, უდიდეს დამსახურებას ქართველი ერის წინაშე. დიახ, „მომავალი ჩვენია“.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა, სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზმა მირიან სამხარაძე, მოძღვარმა დალოცა ღონისძიების მონაწილენი და ერის „სულიერი მამის“ იდეებზე აღზრდა უსურვა ჩვენს მომავალ თაობას.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ცისანა ქოჩეჩიშვილს ღონისძიებაზე მიწვევისათვის.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი და ბიბლიოთეკარი, მარინა ჯიჯავაძე.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613113 
დღეს: 108 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.