Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი მათემატიკასა და ისტორიაში

2013 წლის 21 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი მათემატიკასა და ისტორიაში, რომელიც წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების საიუბილეო წელს მიეძღვნა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე, 2013 წელი წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის წლად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, სკოლა-პანსიონში მთელი წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. აღნიშნული ვიქტორინა-კონკურსიც სწორედ წმიდანის საიუბილეო წელს და მისი ხსენების დღეს მიეძღვნა.
ვიქტორინა-კონკურსში წმიდა ქეთევანის სახელობის მე-11ა (დამრიგებელი, ზურაბ გოგოლაძე) და წმიდა არჩილ და ლუარსაბის სახელობის მე-11ბ კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას. კონკურსში მონაწილე მოსწავლეები დაყოფილნი იყვენენ სამ ჯგუფად. კონკურსი დაიწყო წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ტროპარით, რომელიც შეასრულა მგალობელთა ჯგუფმა (პედაგოგი: მაია ნამორაძე), მე-6 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს თამარ მეფისადმი მიძღვნილი ლექსები (პედაგოგები: თამარ ხარატიშვილი, ფატი მუშკუდიანი).
კონკურსზე წარმოდგენილი იყო ძალზედ საინტერესო ისტორიული კითხვები დიდი თამარის ცხოვრებიდან, მათემატიკური ამოცანების კითხვები დაკავშირებული იყო თამარის და მისი ეპოქის მნიშვნელოვან თარიღებთან. კონკურსს ხელმძღვანელობდა ჟიური, დირექტორის მოადგილის ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძის ხელმძღვანელობით. კონკურსს უძღებოდა მე-9 კლასის მოსწავლე, თამარ სამხარაძე.
კონკურსს ემოციის გარეშე არ ჩაუვლია. საბოლოო გამარჯვება მოიპოვა მესამე გუნდმა (კაპიტანი, ალექსანდრე სარაჯიშვილი).
კონკურსი ჩატარდა მათემატიკის მასწავლების, ნინო მინდიაშვილის და ისტორიის პედაგოგის, შორენა ჯაფარიძის ინიციატივით.
კონკურსს ესწრებოდა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი თებრონე მინდიაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ღონისძიების გამართვაში.



      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613180 
დღეს: 175 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.