Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მეორე კლასის მოსწავლეები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ

2013 წლის 16 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა აბო თბილელის სახელობის მე-2ა (დამრიგებელი, გუგული ზოიძე) და წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის მე-2ბ კლასის (დამრიგებელი, მადონა ვარდოშვილი) მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც პედაგოგებმა ჩაატარეს ღია, ინტეგრირებული გაკვეთილები ბუნებისმცოდნეობაში.
ბაღი არის სპეციალურად გაშენებული ბაღი, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და ატარებენ მათზე დაკვირვებებს.
მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს თბილისის ბოტნიკურ ბაღს შეუსრულდა 300 წელი (XVII საუკუნის I ნეხევარი, 1636 წელი).მან თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო. თბილისის ბოტანიკური ბაღის (ყოფილი სამეფო ბაღი) სოლოლაკის სამხრეთით მდინარე წავკისის წყლის ხეობაში მდებარეობს. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს. შემდეგ კი გაშენდა 3 პატარა ბაღი: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფლორის ნაირსახეობები მათ შორისა საქართველოს ენდემური,იშვიათი და გადაშენებადი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის.
ბავშვებმა მოინახულეს ე.წ „თამარის ხიდი“, ბამბუკების ხეივანი. მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით. პედაგოგებმა ღია ცის ქვე ჩაატარეს ფრიად საინტერესო გაკვეთილი ბუნების მრავალფეროვნების შესახებ.
მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაუბრუნდნენ სკოლა-პანსიონს.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613877 
დღეს: 230 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.