Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიმართა „ღია კარის“ დღე პირველ კლასში სწავლის მსურველთათვის

2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით პირველ კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეთა, მშობელთა და დაინტერესებულ პირთათვის მოეწყო „ღია კარის“ დღე.
სკოლა-აპნსიონში საბუთების მიღება დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ სკოლა-პანსიონში მობრძანებულ სტუმრებს, ბავშვებს გულთბილი დახვედრა მოუწყო სკოლა-პანსიონის დირექციამ. ისინი დაესწრნენ ღვთისმშობლის სადიდებელ პარაკლისს, რომელიც სიტემატურად აღესრულება ყოველ პარასკევს. შემდეგ გადაინაცვლეს სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში, სადაც სკოლის ხედვაზე, მისიაზე ესაუბრა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე. მან გააცნო მშობლებს სკოლა-პანსიონის საქმიანობის ძირითადი მიზნები, წარუდგინა ის პედაგოგები, რომლებიც იმუშავებენ მომავალ პირველ კლასელებთან.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე მშობლებს დაწვრილებით ესაუბრა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე. მან ამომწურავი პასუხები გასცა მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეკრებლით მიესალმა დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი, ნინო ტაბატაძე.
მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა-პანსიონი, საკლასო ოთახები, ეზო, სპორტული მოედანი, პროფესიული განათლების სახელოსნოები, სატრაპეზო.
მომავალ პირველკლასელებთან გასაუბრება გაიმართება უახლოეს დღეებში.
„ღია კარის“ დღის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, განათლების ხარისხის მართვისა და საქმისწარმოების უფროსი, მარინა გოგოლაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი,საქმისწარმოების სპეციალისტი, თამარ ხანთაძე.



      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613170 
დღეს: 165 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.