Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, „არსიანმა“ , ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „მომავლის ვარსკვლავები“ გრან-პრი მოიპოვა

2013 წლის 14 მაისს, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნა. დღის ბოლო ღონისძიებაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების მოსწავლეები კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, "მომავლის ვარსკვლავების" ფინალურ, გალა კონცერტზე და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვიეს.
პროექტი „მომავლის ვარსკვლავები“ დაფუძნდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2008 წელს. უკვე ექვსი წელია ფესტივალი დიდი წარმატებით სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით. გაიზარდა საფესტივალო რეპერტუარი, საშემსრულებლო დონე, მონაწილეთა პროფესიონალიზმი.
სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის-ლოცვა-კურთხევით, მსგავს პროექტებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ და წარმატებებსაც აღწევენ. (ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, თამილა ფოლადიშვილი).
ფესტივალს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით, სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა - „არსიანი“ ჟიურის უმაღლესი შეფასება, გრან-პრი დაიმსახურა (პედაგოგი, დავით შანიძე), ხოლო გოგონათა ანსამბლმა ლაურეატის საპატიო წოდება მოიპოვა.
სწორედ, ჩვენს სკოლა-პანსიონს ხვდა წილად ფესტივალის გალა- კონცერტის დახურვის პატივი. მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა: „თამარიო“ (ვაჟთა გუნდი), „ოქრომჭედელო“ (გოგონათა გუნდი) და ქართულ-ხალხური მელოდიების პოპურმა (ქართულ, ხალხურ საკრავთა ჯგუფი, პედაგოგი, მალხაზ ქოიავა) კიდევ ერთხელ გამოიწვია მსმენელთა ოვაცია.
სიმბოლურია, რომ თამარობის ბრწყინვალე დღესასწაული დაემთხვა მოსწავლეთა ამ სასიხარულო ფაქტს.
ვულოცავთ ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613113 
დღეს: 108 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.