Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში საზეიმოდ აღინიშნა წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე

2013 წლის 14 მაისს, საქართველოში აღინიშნება წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით აღინიშნა საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში.
მიმდინარე წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისი და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თამარის წლად გამოცხადდა.
ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენი სკოლა-პანსიონი, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობისაა. რვა საუკუნის წინ მართავდა თამარი ქვეყანას. ის ჭკვიანი და წინდახედული მეფე იყო. წარმატებით ებრძოდა შინაურ თუ გარეშე მტრებს.
თამარ მეფე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. და არა მხოლოდ საქართველოში, მაშინდელი მსოფლიოს ყველა კუთხეში უმღეროდნენ მის სიბრძნეს, სილამაზეს და კეთილშობილებას.
ჩვენ ვამაყობთ, რომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელმაც რვაასზე მეტი წლის წინ, ისეთი კანონები და სახელმწიფოებრივი ურთიერთობები შექმნა, როგორიც 21-ე საუკუნეშიც კი უჭირს ბევრ სახელმწიფოს.
საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა სხვა მოღვაწე, რომელიც ხალხს თამარივით ყვარებოდა. ამას მოწმობს ის უამრავი ლეგენდა, ლექსი თუ სიმღერა, რომელიც დღემდე შემოვინახეთ. ქართულმა ელესიამ წმიდანად შერაცხა მეფე თამარი სათნოებისა და სარწმუნოებირივი ღვაწლისათვის.
თამარის ეპოქაში, რომელსაც ხალხმა „ოქროს ხანა“ უწოდა შეიქმნა ხელოვნების უამრავი ნიმუში და ქართული მწერლობის გვირგვინი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, ტაძრის წინამძღვარმა და სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
ყველა კლასში ჩატარდა „ღია გაკვეთილი“ წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ღვაწლზე. პედაგოგებმა ესაუბრნენ მოსწავლეებს თამარის ეპოქის, „ოქროს ხანის“ შესახებ. ბავშვებმა გაიხსენეს თამარზე შექმნილი ლექსები, ლეგენდები, თქმულებები.
წირვის დასრულების შემდეგ სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და ტაძრის მრევლმა გადაინაცვლა სკოლა-პანსიონის ეზოში აღმართულ ჯვართან, სადაც უნდა აშენდეს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძარი. მოძღვარმა წმიდა თამარის პარაკლისი გადაიხადა და მიულოცა შეკრებილთ თამარობის ბრწყინვალე დღესასწაული.
პარაკლისის შემდეგ სკოლა-პანსიონის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა თამარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც მიჰყავდათ მოსწავლეებს: ქეთევან სამხარაძეს და თეონა მუმლაძეს. საზეიმო კონცერტში მოსწავლეებმა მარიამ ახვლედიანმა, ზურაბ ვარაზაშვილმა, ზურაბ ყრაულაშვილმა, დემეტრე ჩხაიძემ, იოანე ვარდუკაძემ წაიკითხეს ლექსები მიძღვნილი თამარ მეფისადმი. ხელოვნების მიმართულების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება, ძირთადად საგალობლები და ეროვნული, პატრიოტული ჰანგები: „თამარიო“, „ამბობენ, რომ თამარ მეფემ“, „მრავალჟამიერი“, „ქრისტე აღსდგა“ და სხვა (პედაგოგები: დალი დაბრუნდაშვილი, მალხაზ ქოიავა, დავით შანიძე).
მოძღვარმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა მოსწავლეები და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე.
კონცერტის შემდეგ, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი შეუერთდა ახალგაზრდული ცენტრის, „დავითიანის“ ინიციატივით მოწყობილ მსვლელობას თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
ხელოვნების მიმართულების მოსწავლეებს კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი ელოდებათ, სადაც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ დასკვნით კონცერტზე.
დღის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და თამარობის დღესასწაულის სიხარულს იზიარებდნენ: დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი და პედაგოგები.
გთავაზობთ ამონარიდს, დიდი ქართველი მწერლის, გიორგი ლეონიძის ერთი პატარა წერილიდან: „მე მიხარიან, რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა; მე მიხარიან, რომ შენ ედედოფლე მას – უკვდავი მშვენიერება და სიხარული! – და კვლავ თაყვანსა გცემ, თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!
გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი სიკვდილისა; უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე, – უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა –
თამარ!“
კიდევ ერთხელ გილოცავთ თამარობას, მისი მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ!!!



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613188 
დღეს: 183 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.