Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრება: „რა? სად? როდის?“

2013 წლის 30 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრება: „რა? სად? როდის?“
დარბაზში შეიკრიბნენ მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლა-პანსიონის თანამშრომლები. მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი ინტელექტის დონით, საინტერესოდ მსჯელობდნენ, რაც ძალზედ შინაარსიანი და კარგი მოსასმენი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის. ინტელექტუალუტრი შეჯიბრება გაიმართა ბიოლოგიის პედაგოგის, ირაკლი გულედანის ინიციატივითა და ორგანიზებით.
ერთამანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები: „ხახული“ (საბა სალია, ანა ირემაძე, მიხო მემანიშვილი, ვასიკო კირვალიძე, ნუცა ნათენაძე), „ნიკორწმინდა“ (საბა დარძულიძე, ანდრო პირველი, ლუკა ხოხიაშვილი, ლუკა პაპუაშვილი, თამარ ფოჩხუა), „გელათი“ (სანდრო ფოჩხიძე, გიორგი აბულაძე, თომა ჯაჯანიშვილი), „იყალთო“ (ანა ხარაზიშვილი, მარიამ სილაგავა, ანა აბრამიშვილი, საბა ძაგანია, არჩილ გოხიძე).
საბოლოო გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „ნოკორწმინდამ“.
კონკურსს თვალყურს ადევნებდა კომპეტენტური ჟიური. შეჯიბრს მაღალი შეფასება მისცა, დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ , რომელმაც მადლობა გადაუხადა პედაგოგს საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი კონკურსები მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას, წიგნიერების და ცოდნის წახალისებას, მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობას ემსახურება.

ინტელექტუალურ შეჯიბრს უძღვებოდა მე-11 კლასის მოსწავლე, ქეთევან სამხარაძე.

ღინისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე.





      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613890 
დღეს: 243 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.