Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიმართა „მხიარული ვიქტორინა“ ფიზიკაში

2013 წლის 26-29 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათდერის და ფიზიკის პედაგოგის, ზურაბ გოგოლაძის ინიციატივით, გაიმართა „მხიარული ვიქტორინა“ ფიზიკაში.
კონკურსის პირველ დღეს ერთმანეთის შეეჯიბრნენ წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მე-9ა (დამრიგებელი, ნინო ჯორბენაძე) კლასის გუნდი „ნიუტონის ვაშლი“(კაპიტანი, თამარ სამხარაძე, წევრები: მიშიკო ირემაძე, გიგა ყაფლანიშვილი, ოთარ პაპიძე, დაჩი მთიულიშვილი) და წმიდა ამბროსი აღმსარებლის მე-9ბ კლასის (დამრიგებელი, ირაკლი გულედანი) გუნდი „ჯოუნ ლენცი“ (კაპიტანი, ანაბელ ვერძაძე, წევრები: ვანო მალიჩავა, ნიკა კეკელიძე, დავით ძირკვაძე, ლუკა ლომსაძე). დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს მე-9ბ კლასის გუნდმა „ჯოუნ ლენცი“.
29 აპრილს, ერთმანეთს შეეჯიბრნენ წმიდა გიორგის სახელობის მე-8ა კლასის (დამრიგებელი, მაყვალა ანთაძე) გუნდი „გრავიტაცია“ (გუნდის კაპიტანი, ელენე პაპუაშვილი, წევრები: სოფო ახვლედიანი, გიორგი სამხარაძე, თემურ ბერიძე, ნოდარ ვახტანგიძე) და წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის მე-8ბ კლასის (დამრიგებელი, მაია ნამორაძე) გუნდი „ნორჩი ფიზიკოსები“ (კაპიტანი, თამთა კაჭახმაძე, გუნდის წევრები: გიორგი სირაძე, გელა ვარშანიძე, ქრისტინა კაპანაძე, მაია ბერაია). გამარჯვება მოიპოვა მე-8ა კლასის გუნდმა „გრავიტაცია“.
კონკურსს ხელმძღვანელობდა ჟიური. კონკურსის მუშაობა შეაჯამა დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პედაგოგს, ზურაბ გოგოლაძეს და კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და აღნიშნა, რომ ასეთი კონკურსები ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში ცოდნის გაღრმავებას.
კონკურსს ესწრებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგები და მოსწავლეები.



      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613176 
დღეს: 171 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.