Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კონკურსზე - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

2013 წლის 25 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა გუნდმა, „არსიანმა“ (გუნდის კაპიტანი: ნოდარ გინტური) მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მეორე ეტაპში, რომელიც ქალაქ ქუთაისში გაიმართა (გუნდის ხელმძღვანელი, საღვთო სჯულის პედაგოგი, იოსებ აფაქიძე).
კონკურსის მეორე ეტაპზე ხუთი გუნდი მონაწილეობდა. ყველა გუნდი გამოირჩეოდა ბიბლიის, კერძოდ ძველი და ახალი აღთქმის ცოდნით. გუნდი “არსიანი“ სულ რაღაც ორიოდე ქულით ჩამორჩა ჯგუფიდან გასულ ერთ გუნდს. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს თან ახლდნდნენ და ამხნევებდნენ ხელოვნების მიმართულების (ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი) გოგონათა ანსამბლის „არსიანის“ (ხელმძღვანელი, დალი დაბრუნდაშვილი) წევრები, რომელთა მიერ შესრულებულმა ქართულმა, ხალხურმა სიმღერებმა და საგალობლებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ოვაცია დაიმსახურა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქ ქუთაისის ღირშესანიშნავი ადგილები, მოილოცეს ბაგრატის ტაძარი (ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა).
შემდეგ კი გადაინაცვლეს უბისაში - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსში, სადაც მოსწავლეებმა მოილოცეს აქ წარმოდგენილი ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიციები: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია ფრესკებს შორის გამორჩეულმა „უბისის წმინდა გიორგის ფრესკამ“ და „საიდუმლო სერობამ“.
მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.




      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.