Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაზე

2013 წლის 24 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი, სკოლა-პანსიონის დირექტორის და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთევით შეუერთდნენ საღველმოქმედო საღამოს, რომელიც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, მამა გიორგის (ბაღიაური) დასახმარებლად.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სისტებატურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში. თითოეულ მათგანს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ურთიერთდახმარების და თანადგომის არსი. მათ იციან, რომ თუ გვინდა, რომ თვითონ ღმერთმა შეგვიწყალოს, უნდა ვიყოთ მოწყალენი, უნდა გვქონდეს მოწყალე გული.
კონცერტზე, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებების მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას, გაიხსნა ჩვენი სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების (ხელმძღვანელი, თამილა ფოლადიშვილი) მოსწავლეთა ქართული-ხალხური საკრავთა ჯგუფის (პედაგოგი, მალხაზ ქოიავა) მიერ შესრულებული მელოდიებით.
საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ: მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, სკოლა-პანსიონის კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
მეუფე ანანიამ დალოცა საქველმოქმედო აქციის მონაწილენი, ისაუბრა მამა გიორგიზე, მის ღვაწლზე და მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და მოსწავლეებს ურთიერთანადგომისათვის. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუდენტებს ამ ღვთისთვის სათნო საქმეში დახმარება აღუთქვა.



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613151 
დღეს: 146 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.