Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მიიწვიეს წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

2013 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მთვარ ბიბლიოთეკაში გამართულ წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
წიგნის დღის აღნიშვნა 1923 წელს, კატალონიაში დაიწყო. როცა სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, კაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ და მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო.
მთავარ ბიბლიოთეკაში შეკრებილიყვნენ თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან მოსწავლეები, პედაგოგები, თანამედროვე, ყველასათვის საყვარელი მწერლები და პოეტები: რეზო მიშველაძე, მარიამ წიკლაური, ლინა ბარათაშვილი, თამარ ფარჩუკიძე, ივანე ჯაფარიძე, უბრალოდ წიგნის მოყვარულები...
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, თამარ სამხარაძემ, თეონა მუმლაძემ, მარიამ ალთუნაშვილმა, ანაბელ ვერძაძემ, ქეთევან სამხარაძემ წაიკითხეს ლექსები, ნოველები, ჩანახატები და მოთხრობები თავიანთი შემოქმედებიადან, რამაც დამსწრეთ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბიბლიოთეკარმა, მარინა ჯიჯავაძემ საზოგადოებას წარუდგინა სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები: გიორგი სამხარაძე, ლაშა ლომთაძე და საბა დარძულიძე.
გაიმართა საინტერესო დისკუსია წიგნზე. წიგნი - ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი.

მოსწავლეებს მეგზურობას უწევდნენ სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკარი, მარინა ჯიჯავაძე და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613159 
დღეს: 154 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.