Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო ჩაატარეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 19 აპრილს ენისა და წიგნის კვირეულის ფარგლებში წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-4ბ კლასის (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა ჩაატარეს პოეზიის საღამო: „ლექსი იწყება გრძნობით“.
ამ საღამოსათვის ბავშვები დიდი ხანია ემზადებოდნენ. მათ თავიანთი სურვილისამებრ შეარჩიეს და შეისწავლეს ქართული პოეზიის თვალსაჩინო მარგალიტები. საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ მშობლებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს წარუდგინეს ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, მურმან ლებანიძის, ვაჟა-ფშაველას, იოსებ ნონეშვილის და სხვა დიდი მგოსების მშვენიერი პოეზია. დარბაზში იღვრებოდა ქართული სიტყვის მადლი. პოეზიის გარდა საღამო მუსიკალურად იყო გაფორმებული, ერთამანეთს ენაცვლებოდა ქართული კომპოზიციები.
კმაყოფილება ვერ დამალა და მოსწავლეებს და პედაგოგ, ბელა ოქრიაშვილს მადლობა გადაუხადა სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ და აღნიშნა, რომ მთელი კვირის განმავლობაში, ენისა და წიგნის კვირეულის ფარგლებში მრავალი საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიება გაიმართა და დღევანდელი ღონისძიებაც ერთ-ერთი ამის ნათელი დასტურია.
საღამოს ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე.



      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613123 
დღეს: 119 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.