Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საყოველთაო მსვლელობას შეუერთდნენ

2013 წლის 21 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, პედაგოგები და წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი, ტაძრის წინამძღვარის და სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით შეუერთდნენ მსვლელბას, სამების საკათედრო ტაძრისკენ, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისში არსებული ყველა სკოლის მოსწავლეები, მოზარდები, სტუდენტები, ახალგაზრდები და მოქალაქეები.
სპორტის სასახლესთან შეიკრიბა ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც დაიძრნენ სამების საკათედრო ტაძრისკენ. საეკლესიო დროშებით და ხატებით მიუძღოდნენ სამღვდელოების წარმომადგენლები მრევლს.
სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ დალოცა მრევლი, ახალგაზრდობა. მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ პატრიარქის მიერ დაწერილი ერის აღსარება. ერთად შეკრებილმა ხალხმა იგალობა და ილოცა პატრიარქთან ერთად.
ყველა ჩვენთაგანის ვალია გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ: „წმ.ნინო ქართველთა განმანათლებელისა, წმ.მეფეებისა ვახტანგისა, დავითისა, თამარისა, დემეტრესი; ჩვენ ვართ შთამომავალნი 100 000 ქართველი წმინდანის, 6 000 გარეჯელი ბერის, 300 არაგველის, 9 ძმა ხერხეულიძისა, წმ. მოწ. დავით და კონსტანტინესი, წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის, წმ. ქეთევან დედოფლის, წმ. ქართველი ათონელი და მთაწმინდელი ბერების, წმ. მოწამის შალვა ახალციხელის(შავლეგო), წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის), წმ. ექვთიმე აღმსარებელის(თაყაიშვილი), წმ. თევდორე მღვდელის, წმ. კირიონ კათოლიკოსის, წმ. ამბროსი აღმსარებლის, წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე), წმ. ახალმოწამეების, რომელნიც შეეწირნენ კომუნისტურ რეჟიმს, წმ. მამა გაბრიელის(აღმსარებლი) და სხვა მრავალი ქართველი წმინდანის. ეს მცირედი ჩამონათვალია მხოლოდ. აი, ვინ არიან ჩვენი წინაპრები. ჩვენ სწორედ მათი შთამომავალნი ვართ!“



      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613116 
დღეს: 111 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.