მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა აღიარება კონკურსზე - „ჩემო კარგო ქვეყანავ“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სისტემატურად ღებულობენ სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ვიქტორინებში მონაწილეობას. სკოლა-პანსიონში მრავლად სწავლობენ ხელოვნების, კერძოდ მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები. მათთვის ფუნქციონირებს ფერწერის წრე (პედაგოგი გაიოზ ზანდარაშვილი), სკოლა-პანსიონის დირექცია ყველანაირად ხელს უწყობს მათი ნიჭისა და უნარის განვითარებას.
„ჩემო კარგო ქვეყანავ“ - ასე ერქვა კონკურსს, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაატარა საერთაშორისო კულტურულ-სგანმანათლებლო კავშირმა „რუსული კლუბი“. კონკურსის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის შემოქმედების პოპულარიზაცია და ნიჭიერ ბავშვთა მხარდაჭერა. საკონკურსო ნამუშევრები უნდა შესრულებულიყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით. კონკურსი მიმდინარეობდა სამ ეტაპად და მასში ღებულობდნენ მონაწილეობას ბავშვები და მოზარდები 5 - დან 17 წლამდე საქართველოს ყველა კუთხიდან.
კონკურსს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მე-8ბ კლასის მოსწავლის თამარ კაჭახმაძის და მე-9ა კლასის მოსწავლის დავით ჩუგოშვილის ნამუშევრებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურეს და მათ დიპლომები გადაეცათ. პედაგოგ გაიოზ ზანდარაშვილთან ერთად კონკურსის ხელმძღვანელებმა, 14 იანვარს, ისინი მიიწვიეს გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლზე: „თორმეტი თვე“, სადაც მოხდა კონკურსანტების დაჯილდოება.
25 იანვარს, სკოლა-პანსიონში, პარაკლისის დასრულების შემდეგ, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გულითადად მიულოცა თამარ კაჭახმაძეს, დავით ჩუგოშვილს და პედაგოგ გაიოზ ზანდარაშვილს ეს აღიარება და შემდეგომი წარმატებები უსურვა.
ჩვენც ვუერთდებით მილოცვას და შემდგომ წინსვლას ვუსურვებთ.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772201 
დღეს: 381 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.