მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მეორეკლასელმა მოსწავლეებმა სიწმიდეები მოილოცეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ყველა კლასი სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით წმიდანის სახელს ატარებს. მოსწვლეები განსაკუთრებით სწავლობენ თავიანთი მფარველი წმიდანების ცხოვრებას და მოღვაწეობას. ხშირად სტუმრობენ მათი სახელობის ეკლესია-მონასტრებს. ამ მიზნით, 25 იანვარს, წმიდა აბო თბილელის სახელობის მე-2ა (დამრიგებელი გუგული ზოიძე) და წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის მე-2ბ კლასის (დამრიგებელი მადონა ვარდოშვილი) მოსწავლეებმა საღვთო სჯულის პედაგოგ სოსო აფაქიძესთან და გალობის პედაგოგ ლელა ხომასურიძესთან ერთად სიწმიდეები მოლოცვეს.
მოსწავლეები თავდაპირველად ეწვივნენ თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარს, სადაც მოილოცეს სიწმიდეები და განსაკუთრებით ახლადდაწერილი ხატი: „საქართველოს იმედი“. მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა თავიანთი წმიდანის, წმიდა აშოტ კურაპალატის ხატთან იგალობეს და გაიხსენეს წმიდანის ცხოვრება. სამების ტაძრიდან გაემართნენ მეტეხის ხიდისკენ, სადაც მოილოცეს მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი და პატივი მიაგეს წმიდა შუშანიკის საფლავს.
შემდეგ გადაინაცვლეს მეტეხის ეკლესიის ქვემო კლდეზე და წმიდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი მოილოცეს, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა, რომელი კლასიც ატარებს წმიდა აბოს სახელს, იგალობეს წმიდა აბოს ტროპარი და გაიხსენეს წმიდანის მოწამეობრივი ცხოვრება. მოსწავლეებმა ასევე მოილოცეს 100 000 მოწამის ნიში და პატივი მიაგეს მათ.
ეს დღე წარუშლელი იქნება მოსწავლეებისათვის, აქ მიღებული შთაბეჭდილელები მთელი ცხოვრბა გაჰყვებათ.
აღნიშნული ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს.



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ჭეღელიძე






























შემოსვლები
სულ: 759706 
დღეს: 424 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.