Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის თანამშრომლები და მოსწავლეები ნათლისღების დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ

19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ საზეიმო წირვა აღავლინა ტაძრის მრველთან და სკოლა-პანსიონის თანამშრომლებთან ერთად.
შესრულდა დიდი აიაზმის (გაწმედილი წყალი) საიდუმლო. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ აღესრულა წმიდა საიდუმლო ნათლობისა. მოინათლა ათბობით ადამიანი, აქედან მაღალმთიანი აჭარის მკვიდრნი - ჯემალ ზოიძე და მიქაელ ბერიძე (სკოლა-პანსიონის მე-4ა კლასის მოსწავლე, სკოლა-პანსიონში პანსიონური მომსახურებით სარგებლობს) დაუბრუნდნენ მამა-პაპათა სარწმუნოებას.
ნათლობის დასრულების შემდეგ მოეწყო ტრადიციული მსვლელობა ლოტკინის ქუჩებში, რომელიც მამა მირიანის ინიციატივით დაფუძნდა მეოთხე წელია. მოძღვარმა ტრადიციისამებრ აკურთხა ლოტკინის ქუჩები და მოსახლეობას ნაკურთხი წყალი მიაწოდა. მსვლელობაში მრველთან და სკოლა-პანსიონის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ლოტკინის დასახლების მცხოვრებნი. ისინი დიდი სიყვარულით გვესალმებოდნენ, ნაკურთხ წყალს იღებდნენ და მადლიერებას გამოთქვამდნენ მოძღვრის, მამა მირიანის მიმართ ასეთი ყურადღებისათვის.

ნათლისღება - წმინდა წერილის თანახმად, იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე“
უძველესი დროიდანვე ეს დღესასწაული განათლების დღედ და ნათელთა ზეიმად იწოდებოდა, რადგან ღმერთი არის ნათელი და იმისთვის მოვიდა იგი, რომ განანათლოს ერი, იმისთვის, რომ თავისი დიდი მოწყალებით იხსნას დაცემული მოდგმა ადამიანისა.
ტრადიციის თანახმად, ნათლისღების დღეს მიღებულია ნათლულმა მოინახულოს ნათლია და პატივი სცეს მის სულიერ აღმზრდელს
ვულოცავთ ყველას უფლის ნათლისღების ბრწყივალე დღესასწაულს. ვუსურვებთ, ღვთის საიდუმლოებები განცხადდეს მათ სულებში.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727134 
დღეს: 303 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.