მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაერთიანებული პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა

2012 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა გაერთიანებული პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
პედაგოგიურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, პედსაბჭოს მდივანი, პედაგოგი, ირაკლი გულედანი.
საბჭოს სხდომაზე მოსმენილი და განხილული იქნა შემდეგი საკითხები - სკოლა-პანსიონის საკლასო ჟურნალებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები (მომხს. მარინა გოგოლაძე, განათლების ხარისხის მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი);
I-XI კლასის საგნის/საგნების მასწავლებელთა ანგარიშები 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ;
I-XI კლასის დამრიგებელთა ანგარიშები 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ;
უცხოური ენის, ინგლისურის წრის ხელმძღვანელის ანგარიში 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს. ინგლისური ენის პედაგოგი, წრის ხელმძღვანელი, ნინო კახიანი);
სკოლა-პანსიონის 2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგები (მომხს. დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე);
ქალბატონმა მაყვალამ ყველა პედაგოგს და მოსწავლეს გულითადად მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ მომავალ სასწავლო წელს. ვრცლად მიმოიხილა სკოლა-პანსიონში პირველ სემესტრში შემაჯამებელი ტესტური გამოცდების შედეგები. ისაუბრა გახანგრძლივებული დღის ჯგუფების სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად მიმართულ ღონისძიებებზე, მიმოიხილა სახელოვნებო სწავლების მიღწევები, შეეხო სპორტულ-გამაჯანსაღებელ მუშაობას სკოლა-პანსიონში და მადლობა გადაუხადა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორს, რუსუდან რევაზიშვილს ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობისათვის.
მოხსენებებში დეტალურად და ამავდროულად კვალიფიციურად იქნა მიმოხილული პირველ სემესტრში გაწეული მუშაობა და ყურადღება გამახვილდა სამომავლო ამოცანებზე.
პედაგოგიური საბჭოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ერთი მასწავლებლის თუ მოსწავლის საქმიანობა. მოსწავლეთა აღმზრდელობითი კუთხით გაწეული მუშაობა.
პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, ინიციატივაზე, რომელიც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანასების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს უდაოდ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციას. მოძღვარმა დალოცა პედაგოგები, მიულოცა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველა თანამშრომელს სიმბოლური საჩუქარი - „შენ ხარ ვენახი“ -ის ხატები უსახსოვრა.
პედაგოგიური საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე.
უფალო, ყოვლის შემძლე ღვთისმშობელო! ამ შობა-ახალ წელს შენ მოგვმადლე თითოეულ ჩვენგანს სიმშვიდე, დაე, სიკეთემ იზეიმოს ჩვენს გულებში, ფერხთით გაგვითელე ყველა ბოროტი ძალა, ჩვენს წინააღმდეგ მომართული, ყველა ქართველს აუსრულე კეთილი ჩანაფიქრი, ყოველთვის და ყველას მიმართ შეგვაძლებინე სიყვარული, მოგვმადლე გულწრფელი სინანული თუ რამ ცოდვები ჩაგვიდენია, შეგვაძლებინე ლოცვა და მარხვა მოყვასისათვის, მოგვეცი დათმენის ნიჭი, შენს წიაღში გვამყოფე უფალო!



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ჭეღელიძე






























შემოსვლები
სულ: 759706 
დღეს: 424 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.