მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

„გილოცავ, გილოცავ, ახალ წელს გილოცავ...“ - სკოლა-პანსიონში გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები


25 დეკემბერს სრულიად საქართველო აღნიშნავდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე წლისთავს და ყველა კლასი, რომელიც ამ დღეს ატარებდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა. პატრიარქი, ჩვენი სულიერი მამა ხომ უახლოესია ჩვენთვის. მასთან ურთიერთობა, მისი ლოცვა-კურთხევა დიდი პატივი და მადლია ჩვენი მოსწავლეებისათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის.
თავდაპირველად წმიდა ნინოს სახელობის მე-5ბ კლასის (დამრიგებელი მარინა გოგუაძე) მოსწავლეებმა მიგვიწვიეს ღონისძიებაზე. მათ გალობის პედაგოგის, მაია ნამორაძის და კლასის დამრიგებლის, ხელოვნების პედაგოგის დახმარებით საუკეთესოდ დადგმული კომპოზიცია - „ნოეს კიდობანი“ შემოგვთავაზეს. დამდეგ შობა-ახალ წელს ბევრი ლექსი და სიმღერა მიუძღვნეს.
წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მე-9ა (დამრიგებელი , ნინო ჯორბენაძე) კლასის მოსწავლეებმა მხიარული სკეტჩი შემოგვთავაზეს სასკოლო ცხოვრებიდან.
მრავალფეროვანი იყო წმიდა ამბროსი აღმსარებლის მე-9ბ კლასის (დამრიგებელი, ირაკლი გულედანი) მოსწავლეთა შემოქმედება. ღონისძიებაში ყველას საკუთარი როლი ჰქონდა მორგებეული. მათ, თავიანთ შოუში პედაგოგებიც ჩართეს (ირაკლი კუპატაძე, მაყვალა ანთაძე, გიორგი მაჭარაშვილი), რამაც ძალზედ გაახალისა საღამო. მხიარული და საინტერესო კითხვები დაუსვევს მათ და სლაიდ-შოებიც წარმოგვიდგინეს, რომელმაც დამსწრეთ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებს შობა ახალი წლის დადგომა მიულოცა დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ. ღონისძიებებს ესწრებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
„გილოცავ, გილოცავ,
ახალ წელს გილოცავ,
შენ, ვისაც სამშობლო გიყვარს...“



      

      

      

      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772053 
დღეს: 261 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.