მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

საშობაო-საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი საღამო მეთეთმეტე კლასელებს დაეთმო

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში საშობაო-საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი საღამო ჩვენმა უფროსკლასელებმა, წმიდა ქეთევანის სახელობის მე-11ა (დამრიგებელი, ზურაბ გოგოლაძე) და წმიდა არჩილ და ლუარსაბის სახელობის მე-11ბ კლასის (დამრიგებელი, ნანა ანთაძე) მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს. ლამაზად, საშობაო-საახალწლოდ მორთულ დარბაზში შეიკრიბნენ პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ალამაზებდა ისიც, რომ მას ესწრებოდა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე.
თავდაპირველად, ღონისძიების წამყვანმა, შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე წლისთავი.
გაიმართა ნამდვილი საშობაო ზეიმი. მეთერთმეტე კლასელებმა იუმორისტულად და ამავდროულად, ინტელექტუალურად მიმოიხილეს საქართველოს ტელესივრცე და სხვადასხვა ტელეგადაცემების პაროდიები, გამომდინარე სასკოლო ცხოვრებიდან შემოგვთავაზეს („პროფილი“ - ქეთევან სამხარაძე, „ნანუკას შოუ“ - თეონა მუმლაძე, „სიმართლის დრო“ - ირმა შავაძე). გადაცემებს სტუმრობდნენ პედაგოგები, ირაკლი კუპატაძე, მაყვალა ანთაძე. დანარჩენი პედაგოგების პაროდიები თავად მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს. გათამაშდა 2012 წლის ნომინაციები პედაგოგებისათვის,რომელმაც დიდი ინტერესი და საზოგადობის ოვაცია დაიმსახურა (ნომინაცია - „ყველაზე მიმტევებელი“ უალტერნატივოდ გაიმარჯვა ნანა ანთაძემ). აღსანიშნავია, რომ ამ კლასს საკუთარი ბენდიც ( „თავისუფალი“) ჰყავს, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში გვატკბობდა ლამაზი სიმღერებით (ბენდის წევრები - ბექა ტატინაშვილი, გიორგი ყაფლანიშვილი, ირაკლი წვერავა, ანრი ქარჩავა ).
ნიშანდობლივია, რომ ღონისძიების ყველა ნიუანსი ბავშვბმა თვითონ შექმნეს, სცენარიდან დაწყებული კოსტუმირებით დამთავრებული, რაც უდაოდ მათ ნიჭიერებაზე მეტყველებს.
მოსწავლეები დალოცა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც სრულიად საქართველოს მიულოცა კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე წლისთავი და დამდეგ შობა-ახალ წელს წარმატებები უსურვა ყველა მოსწავლეს.
შინაარსიანი საშობაო არდადეგები უსურვა მოსწავლეებს დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო საღამოსათვის.
მაშ ასე, დამთავრდა 2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. დაიწყო საშობაო-საახალწლო არდადეგები, ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხეში მიმოიფანტნენ. მათ თან გაიყოლეს ლოცვა-კურთხევა, სითბო და სიყვარული.
მომავალ შეხვედრამდე.
ღმერთს ებარებოდეთ!!!



      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772240 
დღეს: 381 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.