Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

„მრავალჟამიერ, ჩემო ქვეყანავ...!“ - სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

დატვირთული იყო 24 დეკემბერის საშობაო-საახალწლო ღონისძიებების განრიგი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში. თითქმის ყველა კლასმა წარმოადგინა განსხვავებული სახის, განსხვავებული ჟანრის ღონისძიება. თითოეულ მათგანს კი ერთი ხაზი აერთიანებდა. ეს გახლდათ, საშობაო-საახალწლო სიხარულის გაზიარება.
თავდაპირველად სცენა ჩვენს პირველკლასელ მოსწავლეებს დაეთმოთ, მათ ვინც, წელს პირველად შემოაღო ჩვენი სკოლა-პანსიონის კარი, პირველად აიღო ხელში დედაენა და ეზიარა ქართულ ანბანს. წმიდა შიო მღვიმელის სახელობის Iა კლასის (დამრიგებელი, თინათინ ბლიაძე) და წმიდა დავით გარეჯელის სახელობის Iბ კლასის (ნინო ჩუბინიძე) მოსწავლეებმა (გალობის პედაგოგები, ლელა ხომასურიძე, მაია ნამორაძე) საუკეთესო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოგვიდგინეს. ზღაპრის გმირებიც ისტუმრეს, „ყინულის დედოფალს“ თავი მოაწონეს. მხიარული ფერიები ლაღად გრძნობდნენ თავს და ბავშვებს ართობდნენ. ყველა საახალწლო კოსტუმში იყო „გამოპრანჭული“, რაც ვიზუალურად ძალზედ ლამაზს ხდიდა საღამოს. ყაბალახიანი, ნაბადწამოსხმული და საჩუქრებით სავსე ხურჯინით დატვირთული თოვლის ბაბუს (ბექა ტატინაშვილი, მე-11 კლასი) გამოჩენამ მოსწავლეთა დიდი ჟრიამული გამოიწვია.
ბავშვები დალოცა და შობა-ახალი წელი მიულოცა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, გამონახა დრო და საშუალება, მოსულიყო ბავშვებთან და გაეზიარებინა მათი წინასაახალწლო სიხარული.
ლიტერატურულ კაფეში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-4ა კლასის (დამრიგებელი, მაია ხორბალაძე) მოსწავლეები შეიკრიბნენ. მათ სტუმრად მხიარული ჯამბაზები და სანტა კლაუსი ეწვიათ. ბავშვებმა კარგად იმხიარულეს და გააოცეს ჯამბაზები თავიანთი ცოდნით, ცეკვით და სიმღერით.
წმიდა ნიკოლოზის სახელობის მე-7ა (დამრიგებელი, იოსებ აფაქიძე) და წმიდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მე-7ბ კლასის (დამრიგებელი, შორენა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა ერთობლივად, ლამაზად მორთულ სკოლა-პანსიონის ლიტერატურულ კაფეში, საშობაო-საახალწლო კარნავალზე მიგვიწვიეს. იმღერეს, იცეკვეს. ინტელექტუალურ ვიქტორინაში თავი გამოიჩინეს და დიდი სითბო, სიყვარული გაიყოლეს ოჯახებში. (აღსანიშნავია, რომ ამ კლასების მოსწავლეთა დიდი ნაწილი სარგებლობს პანსიონური მომსახურებით და საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეს, აჭარას წარმოადგენს).
ყველა ღონისძიებას სტუმრობდნენ და მოსწავლეთა წინასაახალწლო სიხარულს იზიარებდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
„და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ, მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩლაკებით
ჩვენში კალანდა...“ ანა კალანდაძე
„ო, ჭერო ჩემო, ქართულო ჭერო
ამაღლდი!
ო, მიწავ ჩემო, ქართულო მიწავ
აყვავდი!
ო, ერო ჩემო, ქართველო ერო
გამრავლდი!“



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727156 
დღეს: 325 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.