მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

მერვეკლასელთა საშობაო-საახალწლო ღონისძიება სკოლა-პანსიონში

24 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე მხიარული, ინტელექტუალური საღამო წარმოგვიდგინეს წმიდა გიორგის სახელობის მე-8ა (დამრიგებელი, მაყვალა ანთაძე) და წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის მე-8ბ კლასის (დამრიგებელი, მაია ნამორაძე) მოსწავლეებმა.
სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზი ღონისძიებაზე დასწრების მსურველს ვერ იტევდა. ჩვენ ყველას გვახსოვს ამ კლასების მიერ გასულ წელს გამართული საშობაო-საახალწლო საღამო. მოლოდინმა ახლაც გაგვიმართლა. სიმღერები, ლექსები, ცეკვები, მხიარულმა „სლაიდ შოუებმა“ მაყურებელთა დიდი ოვაცია დაიმსახურა. მოსწავლეები თითქმის ყველა მასწავლებელს მოეფერნენ და მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. წარმოგვიდგინეს მინი სპექტაკლები „მოსწავლეთა ცხოვრებიდან“ და საუკეთესოდ მოირგეს თითოეული როლი. უკვდავი გიორგი ცაბაძის მუსიკაც გაგვახსენეს და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ იმპროვიზებული ნაწყვეტები შემოგვთავაზეს. ღონისძიებაში აქტიურად ჩაებნენ კლასის დამრიგებლები (მაყვალა ანთაძე და მაია ნამორაძე), რომლებმაც ტოლი არ დაუდეს ბავშვებს ცეკვა-თამაშში.
ყველამ ბევრი იხალისა, მონაწილეებმაც და მაყურებელმაც. საღამოს დასასრულს, შეკრებილთ შობა-ახალი წელი მიულოცა სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბავშვებს და აღნიშნა, რომ ეს პარალელური კლასები ერთმანეთის დიდი მეგობრები არიან და დღესაც ამ ერთობლივი ღონისძიებით, ეს მეგობრობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გალობის პედაგოგს, მაია ნამორაძეს.
ბავშვებს და მშობლებს შობა-ახალი წელი მიულოცეს სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა, რუსუდან რევაზიშვილმა, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, მარინა გოგოლაძემ.
„მრავალ ახალ წელს ჩემო ქვეყანავ!!!“



      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ხათუნა შუშანაშვილი






























შემოსვლები
სულ: 776360 
დღეს: 354 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.