Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში მოეწყო გამოფენა - „თექამდელი თექა“

„თექამდელი თექა“ - ასე ერქვა იმ გამოფენას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მოეწყო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადები 80 წლისთავს მიეძღვნა.
უკვე მეორე წელია, ჩვენს სკოლა-პანსიონში ზოგადსაგანმანათლებლო სტატუსის ფარგლებში, ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე), სადაც სტუდენტები და მოსწავლეები ეუფლებიან მინანქარის, თექის, ჭრა-კერვის, ხის მხატვრული დამუშავების შესწავლის ხელოვნებას.
დიდი ინტერესით სარგებლობს თექის დამუშავების შესწავლა (პედაგოგი, ანა მაისურაძე). არა მარტო სტუდენტები, მოსწავლეებიც აქტიურად ჩაებნენ ამ სწავლებაში და საახალწლოდ პატარა გამოფენის მოწყობა გადაწყვიტეს, რომელიც შესანიშნავად გამოუვიდათ კიდეც.
სკოლა-პანსიონის ფოიეში მნახველი აღტაცებას ვერ მალავდა მე-5 და მე-6 კლასების ხელით შექმნილი სხვადასხვა ტილოების ნახვისას, მადლობის ღირსნი არიან ჩვენი მოსწავლეები - თიკა მიშელაძე, თამარ ფოჩხუა, ნუცა ნათენაძე, ბარბარე ჩუგოშვილი, ანა ირემაძე, ნინო გაგნიძე, ანა ჭულუხაძე, თაკო თეთრაძე, მარი ობგაიძე, მარი ალავერდაშვილი.
გამოფენა რამდენიმე დღე გასტანს, მადლობას ვუხდით ქალბატონ ანას, რომელიც ცდილობს ახალგაზრდობას გადასცეს ამ ძირძველი ქართული ხელოვნების შექმნის საიდუმლო და მადლობა სკოლა-პანსიონის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს, რომლის ხელშეწყობის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727152 
დღეს: 321 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.