Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ნორჩ მხატვართა გამოფენა სკოლა-პანსიონში

2012 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, გაიმართა ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავს.
ლეონარდო დავინჩს უთქვამს - მხატვრობა მუნჯი პოეზიააო, ხოლო პოეზია - ბრმა მხატვრობაო. დიახ, სწორედ მხატვრობის პოეზიას ვეზიარეთ ამ მოკრძალებულ, მაგრამ მრავლისმთქმელ გამოფენაზე, რომელიც მოაწყეს სკოლა-პანსიონის ფერწერის ხატვის წრის მოსწავლეებმა (ხატვის წრე ერთი წელიც არ არის, რაც ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში და მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა ნორჩმა მხატვრებმა სხვადასხვა კონკურსებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. წრის ხელმძღვანელი - გაიოზ ზანდარაშვილი).
გამოფენას ესტუმრნენ და გულდასმით დაათვალიერეს სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორმა, თამილა ფოლადიშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა, რუსუდან რევაზიშვილმა, პანსიონის კოორდინატორმა,ნინო ცეცხლაძემ, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მოსწავლეთა მშობლებმა.
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველა ნორჩ მხატვარს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გამოფენაში. ვულოცავთ პედაგოგს, გაიოზ ზანდარაშვილს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს, სანდრო ფოჩხიძეს, მიხეილ მემანიშვილს, ელისაბედ კაჭარავას, მარიამ კვიტატიანს, თამარ მელიქიძეს, მარიამ იასაღაშვილს, ირაკლი ჭიტაძეს, ანა წვერიკმაზაშვილს, დავით წელაურს, იაგო ნიკოლაძეს, მარიამ წვერიკმაზაშვილს.
გამოფენა რამდენიმე დღეს გასტანს.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მარიამ კობახიძე
- გიორგი მიხელიძე






























შემოსვლები
სულ: 712282 
დღეს: 396 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.