მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 21 დეკემბერს გაგრძელდა საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. ზეიმები გაიმართა საახალწლოდ მორთულ სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში, სადაც შეიკრიბნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და მოსწავლეები.
მაღალი აკადემიურობით გამოირჩეოდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-4ბ კლასის (დამრიგებელი, ბელა ოქრიაშვილი) ღონისძიება, რომელშიც წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორია, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბავშვები დეკლამაციაში, სიმღერაში, ცეკვაში. ყველა გაამხიარულა ლუარსაბისა და დარეჯანის გამოჩენამ, რომლებმაც საოცარი სცენურობით წარმოადგინეს საახალწლო სურათი.
წმიდა აშოტ კურაპალატის სახელობის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი, მადონა ვარდოშვილი) ზღაპრის გმირებით „მოგვაწონეს“ თავი და „რწყილი და ჭიანჭველას“ უკვდავი ზღაპარი შემოგვთავაზეს. მათ შესანიშნავად მოირგეს მუხია, ღორის, ძროხა „ხალიანას“, თაგუნიას და კატის როლები. საახალწლო და საშობა ლექსებითა და სიმღერებითაც გაგვაოცეს.

საინტერესო იყო წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის მე-3ა კლასის (დამრიგებელი, ეკატერინე ხეჩუაშვილი) მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია. ყველა გაამხიარულა საჩუქრებით დატვირთული თოვლის ბაბუას გამოჩენამ, რომელმაც ბავშვებთან ერთად ბევრი იმხიარულა, იმღერა და იცეკვა.
წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-3ბ კლასელებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) მხიარული მუსიკალური ზღაპარი „სამი გოჭი“ წარმოადგინეს. ბავშვებმა იხალისეს ნაფნაფთან, ნუფნუფთან და ნიფნიფთან ერთად. „დაეხმარნენ“ მხიარულ გოჭებს მგელთან „ორთაბრძოლაში“. შემდეგ კი საჩუქრებით დატვირთულ თოვლის ბაბუას ბევრი ლექსი უთხრეს, უმღერეს და უცეკვეს. თავის მხრივ, არც თოვლის ბაბუ დარჩა „ვალში“.
წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-3გ კლასელებმა (დამრიგებელი, ნინო ტაბატაძე) საშობაო-საახალწლო წარმოდგენაზე „მხიარული არითმეტიკა“ მოიწვიეს. უამრავი სახალისო გამოცანა გამოიცნეს და ბევრი საშობაო-საახალწლო სიმღერები შეასრულეს. თოვლის ბაბუმ არც მათ დაწყვიტა გული და დიდი ხურჯინით საჩუქრები მოუტანა.
წმიდა მირიანის და ნანას სახელობის მე-5ბ კლასმა (ხელმძღვანელი, ნათია მიქაძე) საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი საახალწლო-საშობაო წეს-ჩვეულებები წარმოადგინეს და წეს-ჩვეულებებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა და ცეკვა შეასრულეს.
სრულიად, ყველასათვის განსხვავებული იყო წმიდა ილია მართლის სახელობის მე-6ბ კლასის (დამრიგებელი, ლაშა ნემსაძე) ღონისძიება, რომელმაც საახალწლოდ თავიანთ საკლასო ოთახში მიგვიპატიჟა და თამთა მასწავლებელთან ერთად „ღია გაკვეთილი“ ჩაატარა. გაკვეთილზე ყველა მასწავლებელს „მოეფერა“ და იუმორისტული ლექსებით მიულოცა შობა-ახალი წელი.
საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი მოსწავლეების სიხარულს იზიარებდნენ პედაგოგები, დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძემ, ბავშვებს გულთბილად მიულოცა ახალი წლის დადგომა, ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობა გადაუხადა პედაგოგებს იმ დიდი შრომისათვის, რასაც ისინი ეწევიან მოსწავლეთა სათანადო სწავლა-აღზრდისათვის. მან ასევე, აღნიშნა გალობის პედაგოგების, მაია ნამორაძის და ლელა ხომასურიძის დამსახურება.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772216 
დღეს: 381 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.