მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გრძელდება საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

20 დეკემბერს, საშობაო-საახალწლო ღონისძიებები კვლავ გაგრძელდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში. ამჯერად ზეიმი წმიდა ანტონ მარტყოფელის Iგ კლასის (დამრიგებელი ქეთევან მოსულიშვილი) და წმიდა აბო თბილელის IIა (დამრიგებელი გუგული ზოიძე) კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
პირველკლასელებმა ჩარლზ დიკენსის უკვდავი „საშობაო სიმღერა“ წარუდგინეს მაყურებლებს. წარმოდგენა კოსტიუმირებულად და მუსიკალურად კარგად იყო გაფორმებული. ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - ცეკვა, ცეკვას - ინსცენირება. გული არავის დასწყვეტია, ყველამ უმღერა ახალ წელს, შობას, თოვლის ბაბუას.
მოსწავლეებს შობა-ახალი წელი მიულოცა დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ, რომელმაც ესთეტიკური „აღზრდის ცენტრის“ პროექტში - „მე ვკითხულობ ლექსს“ გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
ასევე მრავალფეროვანი იყო მე-2ა კლასის მიერ შემოთავაზებული ღონისძიება. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსის თქმაში, სიმღერასა და ცეკვაში, გამოცანების გამოცნობაში, საშობაო სადღეგრძელოების თქმაში. თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაურიგა ბავშვებს და სურვილების ასრულება უსურვა. მოსწავლეებს გულთბილად მიესალმა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მოწვეული სტუმრები, ასევე სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.
მრავალ ახალ წელს დაესწარით:
„ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი, განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი“...



      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772213 
დღეს: 381 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.