მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში დაიწყო საშობაო-საახალწლო ღონისძიებები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო საშობაო-საახალწლო ღონისძიებები. შობა-ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად გაიმართება საახალწლო კარნავალები და ზეიმები სკოლა-პანსიონში.
18 დეკემბერს, ლამაზად მორთულ-მოკაზმულ ლიტერტურულ კაფეში წმიდა ბარბარეს სახელობის VIა კლასის (დამრიგებელი, ფატი მუშკუდიანი) მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს.
საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში აქტიურად ჩაებნენ მშობლები. ბავშვები დიდი მონდომებით ასრულებდნენ საახალწლო სიმღერებს, ლექსებს, შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები და
დამსწრე საზოგადოებას, პედაგოგებს და მშობლებს ასე მიულოცეს დამდეგი ახალი წლის მოახლოება. ფერად-ფერად კოსტიუმებში, ჩოხა-ახალუხებში, ქართულ ტრადიცულ სამოსში გამოწყობილები ერთად იზიარებდნენ იმ სიხარულს, რაც ახალი წლის მობრძანებას ახლავს თან.
მართლაც დიდი მხიარულება და საახალწლო განწყობა სუფევდა. განსაკუთრებით დიდი სიხარული გამოიწვია თოვლის ბაბუს და ჯამბაზის გამოჩენამ. მოსწავლეები მათთან ერთად ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ. გათამაშდა მრავალი ნომინაცია.
მოსწავლეებსს დამდეგი ახალი წელი მიულოცა დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსმა ნანა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა რუსუდან რევაზიშვილმა.
სკოლა-პანსიონის დირექცია კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, ბავშვებს ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, სიბეჯითეს და წარმატებებს ვუსურვებთ! უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772209 
დღეს: 381 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.