მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საშობაო-საახალწლო კონცერტი სკოლა-პანსიონში

19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა ხელოვნების მიმართულების მოსწავლეთა კონცერტი, რომელიც შობა-ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულს და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადები 80 წლისთავს მიეძღვნა.
სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზი მსმენელს ვერ იტევდა. აქ შეიკრიბნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები.
საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ალილო, თამარიო, მადო ჩქიმი არაბა, ლეჩხუმური მაყრული, ელესა, ფერხული - ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, ხელმძღვანელი დავით შანიძე.
ა. გედიკე - რიგოდონი, ი. ბრამსი-„ნანა“ - მე-4 კლასის მოსწავლემ მარიამ მჟედლიძე, პედაგოგი ლიალია ბალანჩივაძე.
ა. ჩაიკოვსკი - ვალსი, „მძინარე მზეთუნახავი“ - მე-4 კლასის მოსწავლე, მარიამ მჭედლიძე და მე-3 კლასის მოსწავლე, დემეტრე ჩხაიძე, პედაგოგი, ლიალია ბალანჩივაძე.
ა. გედიკე - ცეკვა, ი. ბრამსი-ნანა, მე-3 კლასის მოსწავლე დემეტრე ჩხაიძე, პედაგოგი, ლიალია ბალანჩივაძე.
მოხევის ქალო - მე-3 კლასის მოსწავლე როსტომ ალთუნაშვილი, პედაგოგი, შორენა ებრალიძე.
სპერონტესი - მენუეტი, უკრაინული ხალხური სიმღერა - მე-2 კლასის მოსწავლე, მია ქობაჩიშვილი. პედაგოგი, ეკა სანაძე.
მაგიდენკო - „მამალი“, კომაროვსკი - „კურდღელი“, ასრულებს მე-2 კლასის მოსწავლე, მარიამ სულეიმანაშვილი. პედაგოგი, ლელა ქუმსიაშვილი, კონცერტმაისტერი, ეკა სანაძე.
ჩაიკოვსკი - ნეაპოლიტანური ცეკვა - ხალხურ საკრავთა ჯგუფი. ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა.
ლ.ვ ბეთოვენი - გერმანული ცეკვა - მე-4 კლასის მოსწავლე, დემეტრე ვარდუკაძე.
დ.შოსტაკოვიჩი - შემხდურის სიმღერა - ასრულებენ მე-4 კლასის მოსწავლეები, დემეტრე ვარდუკაძე და თემურ კონცელიძე. პედაგოგი, ლიალია ბალანჩივაძე.
ჩაიკოვსკი - ძველებური ფრანგული სიმღერა. ბერი - წვიმა - მე-4 კლასის მოსწავლე თემურ კონცელიძე.
ბაკლანოვა - ეტიუდი - მე-3 კლასის მოსწავლე, როსტომ ალთუნაშვილი. პედაგოგი, ლელა ქუმსიაშვილი, კონცერტმაისტერი, ეკა სანაძე.
აგლინცოვა - რუსული სიმღერა. ალექსანდროვი - წვიმა - მე-3 კლასის მოსწავლე ლუკა მუმლაძე. პედაგოგი, ეკა სანაძე.
ჰაიდნი -ანდანტე - მე-4 კლასის მოსწავლე, ნანუკა ფესტვენიძე. პედაგოგი, შორენა ებრალიძე.
ამბობენ, რომ თამარ მეფე, თხამ ვენახი შეჭამა, ხერტლის ნადური, ვოისა-ჰარირათი - გოგონათა ფოლკლორული გუნდი.ხელმძღვანელი, დალი დაბრუნდაშვილი.
ცაგარეიშვილი - ნანა, მე-5 კლასის მოსწავლე ნოდარ ვახტანგაძე. პედაგოგი, ეკა სანაძე.
ი. ბახი - პატარა პრელუდია. g-moll- მე-5 კლასის მოსწავლე ანდრო პირველი. პედაგოგი, შორენა ებრალიძე.
ჟიდინსკი - სონატა, ქართული ხალხური სიმღერა - მზე შინა და მზე გარეთა - მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ ირემაძე. პედაგოგი, ლიალია ბალანჩივაძე.
ქართული ხალხური სიმღერა - დიდავოი ნანა, ფლისი - ნანა, დ. შოსტაკოვიჩი - ვალსი,- მე-3 კლასის მოსწავლეები: მარიამ ირემაძე და ნიკოლოზ ფოჩხიძე.
ფილიპი - ნანა, ტურკი - არიოზო - მე-7 კლასის მოსწავლე, თათა ქობაჩაშვილი. პედაგოგი, ეკა სანაძე.
პოპური ქართული კინოფილმებიდან - ხალხურ საკრავთა ჯგუფი, ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა.
ბაკლანოვა-ეტიუდი, რაჭული სახუმარო - მე-4 კლასის მოსწავლე, მარიამ მჭედლიძე. პედაგოგი, ლელა ქუმსიაშვილი, კონცერტმაისტერი, ეკა სანაძე.
კაბალევსკი - ჩვენი მხარე - მე-8 კლასის მოსწავლეები, გიორგი სამხარაძე და თეონა ბოლქვაძე. პედაგოგი, ლიალია ბალანჩივაძე.
გრეჩანინოვი -განშორება, ვოლკოვი - ლეგატო - მე-8 კლასის მოსწავლე, თეონა ბოლქვაძე. პედაგოგი, ლიალია ბალანჩივაძე.
ჭიჭეტურა, აჭარული და აჭარული მელოდიების პოპური - გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი და ხალხურ საკრავთა ჯგუფი. პედაგოგები: დავით შანიძე, დალი დაბრუნდაშვილი, მალხაზ ქოიავა, ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, თამილა ფოლადიშვილი.

კონცერტი დამთავრდა, მაგრამ მაყრებელს გამოჰყვა ის სითბო, რაც დაეუფლა თითოეულ მათგანს. ბევრი საკონცერტო ნომრის პრემიერა შედგა.
მაღალი აკადემიური შეფასება მისცა კონცერტს სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, დალოცა დამსწრე საზოგადოება, მობრძანებული სტუმრები, პედაგოგები, მოსწავლეები. მიულოცა მათ დღევანდელი, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიულოცა აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავი, მადლობა გადაუხადა თითოეულ პედაგოგს, აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რასაც ისინი ეწევიან სკოლა-პანსიონში ამ მიმართულებით: დავით შანიძეს, დალი დაბრუნდაშვილს, მალხაზ ქოიავას, ლიალია ბალანჩივაძეს, შორენა ებრალიძეს, ეკა სანაძეს, ლელა ქუმსიაშვილს, ლია სონღულაშვილს. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ხელოვნების მიმართულების კოორდინატორის, თამილა ფოლადიშვილის დამსახურებას და აღნიშნა, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორის, რუსუდან რევაზიშვილის საქმიანობა.
კონცერტს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, რომელთაც ასევე მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, მოსწავლეებს მაღალ დონეზე წარმოდგენილი ღონისძიებებისათვის.
დიახ, ეს მართლაც დაუვიწყარი კონცერტი იყო, რომელიც მსმენელს დიდხანს ემახსოვრება და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ღვაწლი, რომელიც ამ დიდებული საღამოს შემოქმედთ მიუძღვით მამა მირიანის თაოსნობით, მადლობა არ ვუთხრათ პედაგოგებს, რომლებიც საყვარელ საქმეს ემსახურებიან და მუსიკისადმი ასეთი სიყვარულით, ერთგულებით ზრდიან მომავალ თაობას.
მადლობა გვინდა ვუთხრათ ამ ნიჭიერ ბავშვებს და ვუსურვოთ წარმატებები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალი, 2013 წელის შემობრძანებას საქართველოში.
უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სკოლა-პანსიონში გრძელდება.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772205 
დღეს: 381 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.