საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“. 12 დეკემბერს, შეჯიბრი გაიმართა წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის მე-3ა კლასის (დამრიგებელი ეკატერინე ხეჩუაშვილი) და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-3ბ კლასის (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) მოსწავლეებს შორის.
ღონისძიება გაიმართა სპორტის პედაგოგის, დავით უნგიაძის ორგანიზებით. მხიარულ სტარტებს მეთვალყურეობდა ჟიური - მაყვალა ანთაძე (დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში), რუსუდან რევაზიშვილი (კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი), ზურაბ გოგოლაძე (ფიზიკის პედაგოგი).
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-3ა კლასის (ფიზკულტურის მასწავლებელი დავით უნგიაძე ) გუნდი, „ორბი“ და მე-3ბ (ფიზკულტურის მასწავლებელი ლაშა ნემსაძე) კლასის გუნდი, „არწივი“. შეჯიბრი თითქმის თანაბარ პირობებში მიმდინარეობდა, ხან ორბი ლიდერობდა, ხან არწივი. საბოლოოდ კი მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა „ორბმა“.