Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები - სტუმრად წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

2012 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, ურთიერთგაცნობის და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ეწვივნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს მოსწავლეებს. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვა უნივერსიტეტსა და სკოლა-პანსიონს შორის დაწყებული მეგობრობის გამო, ისაუბრა მამა მირიანის ღვაწლსა და დამსახურებაზე, მოსწავლეებს მიესალმნენ პროფესორები - ვახტანგ გურული და ტარიელ ფუტკარაძე, უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ მამადაშვილი. მამა მირიანმა დალოცა დამსწრე საზოგადოება, სტუდენტები, მოსწავლეები, დამსწრე საზოგადოება. მან აღნიშნა, რომ ჩვენი სკოლა-პანსიონის ბევრი მოსწავლე ფიქრობს სწავლა გააგრძელოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. გაიხსენა მაღალმთიან აჭარაში თავისი მოღვაწეობის წლები და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, მოწვევისა და გულთბილი შეხვედრისათვის.
მისალმებებისა და საინტერესო საუბრების შემდეგ, ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, ქეთევან სამხარაძემ და გიორგი ლაგურაშვილმა მადლობა გადაიხადეს გულთბილი დახვედრისათვის. მათ სკოლა-პანსიონის შექმნის ისტორია და სამომავლო ამოცანები გააცნეს შეკრებილთ. შემდეგ სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების მოსწავლეებმა, ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ საკრავთა ჯგუფმა დამსწრეთ წარუდგინეს თავიანთი შემოქმედება, უძველესი ქართული სიმღერები და საგალობლები (ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი თამილა ფოლადიშვილი, გუნდის ხელმძღვანელები, დავით შანიძე, მალხაზ ქოიავა, დალი დაბრუნდაშვილი).
უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავის მხრივ სიურპრიზი დაახვედრეს მოსწავლებს, რომელიც ძალიან მხიარულად და ერთობლივი ცეკვა-სიმღერით დასრულდა.
ბატონმა სერგო ვაროსანიძემ მადლობა გადაუხადა ჩვენს მოსწავლეებს სასიამოვნო საღამოსათვის და საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება ოიციალური მემორანდუმი უნივერსიტეტსა და სკოლა-პანსიონს შორის. უნივერსიტეტის პროფესო-რმასწავლებლები ყოველთვიურად, სხვადასხვა საგნებში, სკოლა-პანსიონში ჩაატარბენ ღია გაკვეთილებს. პირველ ასეთ გაკვეთილს თვად უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი სერგო ჩაატარებს საქართველოს ისტორიაში თემაზე: ”35 წლის მზიანი ღამის ქრონიკები” .
ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, მათ მეგზურობას პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე უწევდა.
შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ სწავლა აქ გააგრძელოს.
შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს.



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მარიამ კობახიძე
- გიორგი მიხელიძე






























შემოსვლები
სულ: 712213 
დღეს: 396 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.