Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში დაიწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი თამაში „მხიარული სტარტების“ პირველი ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიმართა სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტების“ პირველი ეტაპი. წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-4ა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-4ბ (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) კლასებს შორის.
ღონისძიება გაიმართა სპორტის პედაგოგის, დავით უნგიაძის ორგანიზებით. მხიარულ სტარტებს მეთვალყურეობდა ჟიური - მაყვალა ანთაძე (დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში), რუსუდან რევაზიშვილი (კლასგარეშე მუშაობის კოორინატორი), იოსებ აფაქიძე (საღვთო სჯულის პედაგოგი).
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები: „პირველი მერცხლები“ (მე-4ა კლასი, ფიზკულტურის მასწავლებელი, დავით უნგიაძე), და „მეტეორი“ (მე-4ბ კლასი, ფიზკულტურის მასწავლებელი, ლაშა ნემსაძე). შეჯიბრი მეტად საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა. მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი პედაგოგები და მშობლები. საბოლოო გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „მეტეორმა“. ღონისძიება გაალამაზა ნორჩი ტანმოვარჯიშის მე-4ა კლასის მოსწავლის, ბარბარე სუხიშვილის გამოსვლამ.
შეჯიბრის ბოლოს სიტყვით მიმართა დამსწრეთ მარიამ ანთაძემ და აღნიშნა: „ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია“, სწორედ ეს არის ჩვენი დევიზი, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ქალბატონმა მარიამმა ასევე მადლობა გადაუხადა დავით უგიაძეს ღონისძიების ორგანიზებისათვის.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები სკოლა-პანსიონში კვლავ გაგრძელდება.



      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727134 
დღეს: 303 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.