მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სტუმრად „IB Dent“-ში

2012 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის მე-3ა (დამრიგებელი: ეკა ხეჩუაშვილი), წმიდა დავით აღმაშენებელის სახელობის მე-3ბ (დამრიგებელი:ქეთევან გაგოშიძე) და წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-3გ (დამრიგებელი: ნინო ტაბატაძე) კლასის მოსწავლეები სტუმრად მიიწვია სტომატოლოგიურმა კლინიკამ „IB Dent“ -მა (ხელმძღვანელი, ირინა ბერკაცაშვილი).
აღნიშნული კლინიკის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ ჩვენს სკოლა-პანსიონში, სადაც შეხვდნენ მესამე კლასელ მოსწავლეებს და ფირმა Colgate Bright Smiles, Bright Futures დახმარებით საქველმოქმედო აქცია გამართეს და სტუმრად მიიწვიეს ბავშვები თავიანთ კლინიკაში. სტომატოლოგიური ფირმის წარმომადგენლებმა ხალისიანი დახვედრა მოუწყვეს მოსწავლეებს. გასართობ შოუ პროგრამაში მულტი პულტის გმირები ჰყავდათ მოწვეული. აქ იყო ულამაზესი ფიფქია, წუნა და წრუწუნა, სპაიდერმენი. მოეწყო საჩუქრების გათამაშება და არც ერთი ბავშვი უსაჩუქროდ არ დარჩენილა. მათ ბევრი იმღერეს და იხალისეს. შემდეგ სტომატოლოგებმა ყველა ბავშვს ჩაუტარეს კონსულტაცია და მისცეს პერსონალური რჩევა-დარიგებანი.
მოსწავლეებმა კი თავის მხრივ თავიანთი ხელით შესრულებული ნახატები გადასცეს სამახსოვროდ.
ღონისძიება ფრიად სასარგებლო იყო „ჯანმრთელი ღიმილისათვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მასპინძელ სტომატოლოგიურ კლინიკა „IB Dent“-ს.
მოსწალეებს მეგზურობას უწევდნენ კლასის დამრიგებლები და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანნა მუღალაშვილი






























შემოსვლები
სულ: 771393 
დღეს: 456 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.