მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიმართა პოეზიის საღამო - „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“...

2012 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხრაძის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა დიდი ქართველი პოეტის - მურმან ლებანიძის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“...
შემოდგომის ფერებით გადაწყვეტილ საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ ქართული პოეზიის, ქართული სიტყვის თაყვანისმცემლები, პედაგოგები, მოსწავლეები. ღონისძიებას თან გასდევდა მურმან ლებანიძის ლექსებზე შექმნილი კომპოზიციები. მოსწავლეები კითხულობდნენ მურმან ლებანიძის ლექსებს, მათ ასევე შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი უკვდავი სიმღერები. დამსწრეთ გააცნეს პოეტის მიერ განვლილი ცხოვრების გზა. ნიშანდობლივია, რომ ღონისძიებაში სკოლა-პანსიონის თითქმის ყველა ასაკის მოსწავლე იყო ჩართული. „ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველო გიყვარდეთ“ - ამბობდნენ უმცროსკლასელები, რომლებმაც პოეტის საბავშო ლექსები გააცნეს დამსწრეთ. ბავშვებთან ერთად ღონისძიებას შემოუერთდნენ და პოეტის ლექსები წაიკითხეს პედაგოგებმა - თამთა ხარატიშვილმა და ქეთევან გაგოშიძემ.
საღამოს უძღვებოდა ღონისძიების ორანიზატორი, სკოლა-პანსიონის კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.
ღონისძიების დასასრულს, მამა მირიანმა მურმან ლებანიძის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა, რამაც დამსწრეთ დიდი მოწონება გამოიწვია, უფრო მეტად გაათბო და გაალამაზა პოეზიის საღამო. აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს, სწორედ ასეთი ეროვნული სილისკვეტებით უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა.
საღამოს ესწრებოდა სკოლა-პანსიონი დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, განათლებისა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, მარინა გოგოლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე.
ათი წელი გავიდა მურმან ლებანიძის გარდაცვალებიდან, 2002 წლის 17 აგვისტოდან...

მისი ლექსები მუდამ ქართველი კაცის გულში იქნება შენახული და უკვდავი, სანამ „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია!“
„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია! “



      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ჭეღელიძე






























შემოსვლები
სულ: 759716 
დღეს: 434 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.