მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მწერალ გურამ პეტრიაშვილთან შეხვედრაზე


2012 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დაესწრნენ მიხეილ ღანიშვილის მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ მორიგ შეხვედრას., რომელიც დაეთმო მწერალ გურამ პეტრიაშვილის ახალი წიგნის „ასი ლექსის“ პრეზენტაციას.
გურამ პეტრიაშვილი ფრიად საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პიროვნებაა. თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი და შემოქმედი პიროვნებაა. ვის არ წაუკითხავს მისი ლექსები, ზღაპრები და ვის არ უნახავს მრავლისმეტყველი ფილმები მისი მონაწილეობით. ამის დასადასტურებლად „ცისფერი მთებში“ შესრულებული როლიც კმარა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ბატონი გურამის ნიჭის თაყვანისმცემლები, მისი თანამებრძოლები, მეგობრები, პოეზიის მოყვარულები.
მისი ასი ლექსი ხომ მისი ტკივილიანი ბიოგრაფიის ნაწილია. იმ წლების გამოძახილია, რაც მან ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში გაატარა. კეთილი ყოფილიყოს თქვენი დაბრუნება შინ, ბატონო გურამ!
დარბაზში შეკრებილთ სიტყვით მიმართეს საზოგადოებისათვის ცნობილმა პირებმა. ბატონ გურამს მიესალმა ჩვენი სკოლა-პანსიონის დირექტორი, მამა მირიან სამხარაძე და გადასცა წმიდა გიორგის ხატი.
საღამოს ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე, ეკონომიკური და მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჯიმშერ არძენაძე.
გთავაზობთ გურამ პეტრიაშვილის ერთ, პატარა, ლამაზ ლექსს:
„მოფრინდა, მხარზე დამაჯდა
ჩემი ძმაკაცი ბეღურა.
ორივეს--კაცსაც და ჩიტსაც
სვანური ქუდი გვეხურა.

ისიც ცქმუტავდა ხალისით
და არც მე ვგავდი ვალიანს,
თვალს ვაყოლებდით ორივე
ქალებსა ლამაზხალიანს.

ორივე წვიმას ველოდით-
ცის წყალსა ნათელიანსა,
რომ ნაწვიმარზე მთებისკენ
გავდევნებოდით ნიავსა.

ერთად ვუცქერდით ქაშუეთს,
ერთად გვიძგერდა გულები.
არ გვჭირდებოდა სიმდიდრე
და ჭუჭყიანი ფულები.

ვესალმებოდით ნაცნობებს
სიხარულითა დიდითა
და ვამაყობდით ორივე:
ის--კაცით, მე კი--ჩიტითა.“.






      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
დეკემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31






























შემოსვლები
სულ: 788254 
დღეს: 95 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.