Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გრძელდება პროექტი „სტუმრად მოძღვართან“

სკოლა-პანსიონში გრძელდება პროექტი „სტუმრად მოძღვართან“. პირველ და მეორეკლასელთა სტუმრობამ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან დიდი ინტერესი გამოიწვია. ამჯერად მოძღვარს მე-3ა, მე-3ბ, მე-3გ კლასის (დამრიგებლები - ეკატერინე ხეჩუაშვილი, ქეთევან გაგოშიძე და ნინო ტაბატაძე) და მე-4ა და მე-4ბ კლასის (მაია ხორბალაძე, ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეები ესტუმრნენ. მამა მირიანმა პატარები თავის სამუშაო კაბინეტში მიიღო, ისინი დიდი სიხარულით შეეგებნენ მოძღვარს და ლოცვა-კურთხევა აიღეს. მამაო პატარებს ტკბილეულითა და სხვა ნუგბარით გაუმასპინძლდა. მოსწავლეებმა დიდი ცნობისმოყვარეობით დაათვალიერეს მამა მირიანის კაბინეტი, შემდეგ კი საინტერესო კითხვებით მიმართეს მოძღვარს. მამაოსგან მოსწავლეებმა ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები მიიღეს. მოძღვარი მათ დიდი სიყვარულითა და სითბოთი პასუხობდა, უამბობდა მათ ტაძრებზე, მართლმადიდებლურ წესებზე, შორეულ წეს-ჩვეულებებზე. მეოთხეკლასელები სკოლის მომავლითაც დაინტერესდნენ და მამაომ მათ სკოლა-პანსიონის განვითარების პროექტი დაათვალიერებინა. მოსწავლეებმა თავიანთი კლასის წმიდანის სახელზე ტროპარები შეასრულეს.

ბოლოს მამა მირიანმა ყველა დალოცა კიდევ ერთხელ და თითოეულ მოსწავლეს საჩუქრად გადასცა წმიდა მირიანისა და ნანას ხატები. მოძღვრის რჩევებით და ლოცვა-კურთხევით დამშვიდებულმა მოსწავლეებმა დატოვეს კაბინეტი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი.



      

      

      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მარიამ კობახიძე
- გიორგი მიხელიძე






























შემოსვლები
სულ: 712268 
დღეს: 396 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.