Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა წარმატება მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობა მიიღეს მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“.
ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელიწადია ტარდება სამ ტურად. მასში მონაწილეობას ღებულობენ მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადის მიზანია: ბავშვებმა განივითარონ ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარი; გაეცნონ საინტერესო ამოცანებს, მიიღონ ტესტური დავალების შესრულებისა და ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილება; გაიზარდოს მათში მათემატიკის სწავლის მოტივაცია; მოხდეს დაახლოება და თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.
სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენი სკოლა უკვე მესამე წელია რაც ამ კონკურსში ჩაება და შესაბამის წარმატებებსაც მიაღწია. მიმდინარე სასწავლო წელს უფრო მეტ შედეგს ვვარაუდობთ“.

უკვე ჩატარდა პირველი ტური და გამოვლინდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს და გადავიდნენ შემდგომ, მეორე ეტაპზე, რომელიც 24-25 ნოემბერს გაიმართება. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
განსაკუთრებით აღვნიშნავთ მე-6 კლასის მოსწავლეს ნოდარ ვახტანგიძეს (პედაგოგი ქეთევან ყანდარელი), რომელმაც მაქსიმალური 10 ქულა დააგროვა, მე-5 კლასის მოსწავლეს ლუკა პაპუაშვილს, 9 ქულა (პედაგოგი შორენა ოქრიაშვილი) და მე-4 კლასის მოსწავლეს ელენე გოთუას, 9 ქულა (პედაგოგი მაია ხორბალაძე).
შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ:
მე-3 კლასი, პედაგოგები: ეკატერინე ხეჩუაშვილი, ქეთევან გაგოშიძე.
საბა ჩიქოვანი
ლიზი ჩაჩანიძე
ლუკა მუმლაძე
მირიან ყულჯანიშვილი
მარიამ შარმანაშვილი
ანა ბერძენიშვილი
თამარ თათელაძე
ნატალია თექთურმანიძე
ანასტასია ტარტარაშვილი
მე-4 კლასი, პედაგოგები: მაია ხორბალაძე, ბელა ოქრიაშვილი
ელენე გოთუა
ნანუკა ფესტვენიძე
ანა კევლიშვილი
საბა ბექაური
ბარბარე სუხიშვილი
დემეტრე ვარდუკაძე
მე-5 კლასი, პედაგოგი შორენა ოქრიაშვილი
ლუკა პაპუაშვილი
ლუკა ხოხიაშვილი
ნუცა ნათენაძე
ანი ჭულუხაძე
თამარ ფოჩხუა
მიხეილ მემანიშვილი
მე-6 კლასი, პედაგოგი ქეთევან ყანდარელი
ნოდარ ვახტანგიძე
გიგა გელაშვილი
ნიკოლოზ ჩოჩელი





უკან დაბრუნება









კალენდარი
სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მაია ხორბალაძე
- ციცია ავსაჯანიშვილი
- მიხეილ მემანიშვილი
- ნიკოლოზ ჩოჩელი
- მაია ხორბალაძე
- ციცია ავსაჯანიშვილი
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე






























შემოსვლები
სულ: 744025 
დღეს: 305 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.