სკოლა-პანსიონში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დასრულდა
17 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სასკოლო ტური.
მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია ტურმა ისტორიაში, რომელშიც 25 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. მათ აღნიშნეს, რომ მოწოდებული მასალები ფრიად საინტერესოდ იყო შედგენილი და მასზე მუშაობა არ იყო რთული.
ასევე მშვიდ ვითარებაში გაიმართა ფიზიკის ტური (პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე).
ტურების მიმდინარებას თვალყურს ადევნებდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე.
ტურების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.