Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პედაგოგები და მოსწავლეები - სოფელ ვაზიანში, მშენებარე ტაძარში პარაკლისს დაესწრნენ

2012 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ პარაკლისს, რომელიც გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, მამა მირიანთან ერთად აღავლინა სოფელ ვაზიანში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარში.
გთავაზობთ მცირე ისტორიას ტაძრის მშენებლობის შესახებ:
1989 წლიდან აჭარის მთიანეთში მომხდარი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შემდეგ, გარდაბნის რაიონ სოფელ ვაზიანში, აჭარლები დასახლდნენ. ვაზიანზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თანაც ისე, რომ მკითხველს სურვილი გაუჩნდეს, თვალხილულად ნახოს მარაბდისა და მარტყოფის ველები. როდესაც აჭარლები აქ ჩამოსახლდნენ ძალიან რთული საცხოვრებელი პირობები დაუხვდათ, არ ჰქონდათ წყალი, ერთი ხეც კი იშვიათი სანახავი იყო, მაგრამ ერთი ახლა გაიარეთ სვებედნიერ ვაზიანში და პატარა ოაზისს აღმოაჩენთ! თავდადებულმა შრომამ არ დააყოვნა და შედეგიც სახეზეა... მალე თანამედროვე სტანდარტების სკოლაც გაიხსნა. შემდეგ კი, უწმინდესის ილის მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა წამოიწყეს.
ისტორიული ბედუკუღმართობის მიუხედავად, აქაურებს არასოდეს დავიწყებიათ მამა-პაპათა სარწმუნოება. Bბევრს სურს ჭეშმარიტ რწმენას დაუბრუნდეს. ღვთიურმა მადლმა კვლავ მიიზიდა, რათა გულში ჩაეკრა დიდი ხნით მოწყვეტილი “უძღები შვილები”.
ზაზა ზოიძის, მალხაზ ვახტანგიძის და რამინ ჯაფარიძის თაოსნობით, სოფელმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა, მაგრამ არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. Uუფალი ყოველთვის გამოუჩენს ტაძრისაკენ მიმავალ კაცს დამკვალიანებელს. მათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს და ფოფოდიას, ნანა (ციცინო) ანთაძეს, საქართველოს საპატრიარქოში მუსულმან ქართველებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და “არსიანის” პრეზიდენტს სთხოვეს, რათა გაეწია შუამდგომლობა უწმიდესთან შესახვედრად. Fქალბატონ ნანას ძალიან გახარებია თავისი კუთხის შვილების წინგადადგმული ნაბიჯი და უთქვამს: “ღმერთი შეგეწევათ, ეს ერთი და სხვა მრავალი ღვთივკურთხეულ მარიამ ღვთიამშობლის წილხვედრილ მიწაზეო”.
როგორც ზაზა ზოიძემ აღნიშნა, უწმინდესს უდიდესი სიხარულით მიუღია ფოფოდიას შუამდგომლობით აჭარის მკვიდრნი, დაულოცავს და უკურთხებია კეთილი წამოწყება... ამის შემდეგ ერთი წელი უგროვებიათ საბუთები, ტაძრის პროექტი კი არქიტექტორმა რეზო ჯანაშიამ შეუდგინა.. საღვთო საქმეს გარდაბნის გამგეობაც Gგვერდში დაუდგა და ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა...
მამა მირიანის თაოსნობით სოფელმა ჯვარი აღმართა და ტაძრის საძირკველი აკურთხა. ტაძარიც სწორედ ანდრია პირველწოდებულის სახელს ატარებს. ქრისტესშობიდან 38 წელს აჭარაში ქრისტეს მოციქულებმა სახარება იქადაგეს. აჭარიდან მოეფინა ნათელი სრულიად საქართველოს და შემთხვევითი არაა, გამორჩევით რომ უყვართ ანდრია მოციქული აქაურთ. ჯვრის აღმართვის დღიდან მოყოლებული მამა მირიანი პარაკლისებს აღავლენდა, 2011 წლის 13 დეკემბერს, ანდრიაობას, ტაძრის ნახევრადაყვანილ კედლებში საზეიმო წირვა აღავლინა. Pპირველად ეზიარნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

სოფელი მადლობას უხდის უფალს წყალობისათვის, მოძღვარს მამა მირიან სამხარაძეს, ნანა (ციცინო) ანთაძეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედით შეეწია ტაძრის მშენებლობას...
მშენებლები, სოფლის მცხოვრებნი, ბიჭიკო ჯაფარიძე და ჯემალ ზოიძე არიან... ტაძარი ძირითადად შემოწირულობებით აშენდა, ფიზიკურად კი სოფლის ახალგაზრდობა მუშაობდა: ვახტანგიძეები, ზოიძეები, ბერიძეები, მახარაძეები, ჭაღალიძეები, საათაშვილები, სამჭკუაშვილები, თურმანიძეები, ლემსაძეები, დუმბაძეები, ბერიშვილები, ბეჟანიძეები, ქათამაძეები, სადაღაშვილები...
ღვთის ნებით, კეთილი ადამიანების თანადგომითა და ლოცვით სოფელ ვაზიანს უკვე აქვს ლამაზი ტაძარი, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულყოფილ სახეს მიიღებს.
ვაზიანელების სიხარული გაიზიარეს და პარაკლის დაესწრნენ სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე, პრესამსახურის სპეციალისტი დარინა დავითაძე, ჩვენი, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მგალობლები, საღვთო სჯულის პედაგოგი, იოსებ აფაქიძე.



      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727158 
დღეს: 327 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.