მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები - მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ საღამოზე

16 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ თბილისის ახალგაზრდობის სასახლეს, სადაც გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - „საქართველოს შიშველი სატევარი“.
საღამოზე ძირითადად მოსწავლე-ახალგაზრდობა შეიკრიბა.
საღამოს უძღვებოდა ქალბატონი იზა ვეფხვაძე, რომელმაც საოცარი თხრობით გააცნო დამსწერთ მერაბ კოსტავას მიერ განვლილი მოწამეობრივი გზა. დარბაზი ცრემლებს ვერ იკავებდა, როცა ისმენდა ამ მართლაც ღირსეული მამულიშვილის ბიოგრაფიას.
ქალბატონმა იზამ არა მხოლოდ მერაბ კოსტავას ბიოგრაფია გააცნო საზოგადოებას, მან ამავე დროს მერაბ კოსტავას უმშვენიერეს პოეზიას გვაზიარა.
საღამოს ესწრებოდნენ მერაბ კოსტავას თანამედროვენი, პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, მერაბ კოსტავას ქალიშვილი, თამარ კოსტავა.
ღონისძიების დასასრულს მაყურებელს სიტყვით მიმართა ქალბატონმა თამარ კოსტავამ, პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა კი წაიკითხა საკუთარი ლექსი, რომელიც მერაბ კოსტავას ეძღვნება:
„საქართველოს ერთგულება ენატრება,
სიყვარული ენატრება გელათს!
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!“
სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეები, ჩვენი სკოლა-პანსიონის სახელით მადლობა გადაუხადა საინტერესო საღამოსათვის, ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, სკოლა-პანსიონის გლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა, რუსუდან რევაზიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული საღამოები ნამდვილად სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. მან დარბაზს ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე, ყველასათვის საყვარელი ფილმის - „გაღმა ნაპირის“ - მთავარი პერსონაჟი თედო (ბექაური) და საინგილოელი, კახის რაიონის სოფელ ალიბეგოდან ლუკა ბარიხაშვილი გააცნო.
მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ სკოლა-პანსიონს.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772053 
დღეს: 261 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.