Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ტრადიციული შემოდგომის ზეიმი გაიმართა

2012 წლის 8 ნოემბერს, წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ზეიმი - „შემოსულა შემოდგომის დოვლათი და ბარაქა“, რომელსაც ამ სამი წლის წინ, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი.
შემოდგომის ზეიმისათვის მზადება კლასება ადრიანად დაიწყეს. უპირველესად დაასუფთავეს სკოლის ეზოში გამოყოფილი კუთხეები. სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი პედაგოგები და მშობლები. შემოდგომის შესაფერი ამინდი იდგა. დილიდანვე აფუსფუსდა და აფორიაქდა სკოლა-პანსიონი და ეზო გაივსო მოწვეული სტუმრებით, მშობლებით, მედიის წარმომადგენლებით, მრევლით. ზეიმში ჩართულნი იყვნენ სკოლა-პანსიონის პროფესიული და სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეები და სტუდენტები. ყველას გასახარად გვეწვივნენ მოსწავლეთა მშობლები მაღალმთიანი აჭარიდან და ჰერეთიდან (მათი შვილები ხომ ჩვენი სკოლის პანსიონური მომსახურეობით სარგებლობენ).
12:00 საათზე დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა ეს მართლაც საყოველთაო ზეიმი. რას არ ნახავდით აქ: ეთნოგრაფიულ კუთხეებს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები, ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები, ეროვნული კერძები. ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს რაჭა (მე-8ბ კლასი, დამრიგებელი მაია ნამორაძე) და სვანეთი (მე-9ა კლასი, დამრიგებელი ნინო ჯორბენაძე), იმერეთი (მე-9ბ კლასი, დამრიგებელი ირაკლი გულედანი), სამეგრელო (მე-6ბ კლასი, დამრიგებელი ლაშა ნემსაძე) და ხევსურეთი (მე-5ა კლასი, დამრიგებელი მაკა გოგუაძე), „კახეთში“ (მე-10ა და 10-ბ კლასი, დამრიგებლები ლელა ჯანაშვილი, თამარ მიქავა) გიორგი ლაგურაშვილმა და მისმა მეგობრებმა ომახიანად შემოსძახეს „ხარება და გოგია“. ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა აჭარის კუთესთან (მე-8ა კლასი, დამრიგებელი მარიამ ანთაძე), სადაც ყველაზე მრავალფეროვნად, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით იყო წარმოდგენილი აჭარელი კაცის ყოფა-ცხოვრება, მათი ეთნოსი, უგემრიელესი სამზარულო და უმშვენიერესი ფოლკლორი. ამ ყველაფერმა კი თავი საქართველოს გულში, მის დედაქალაქში, თბილისში მოიყარა (მე-11ა და მე-11ბ კლასი, კლასის დამრიგებლები ზურაბ გოგოლაძე, ნანა ანთაძე), სადაც ზეიმის მასპინძლობა მე-11 კლასელებმა ითავეს. აქ თავი მოიყარა საქართველოს ყველა კუთხის დამახასიათებელმა ტრადიციამ და ნუგბარმა. თონეში გამოცხვა „დედას პური“, გურულებმა გამოხადეს „ჭაჭის არაყი“, მუხროვანელმა „ლურჯამ“ (რომელიც ზეიმის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში მოექცა) თბილისში „მაწონი ჩამოატარა“. მოდუღდა თათარა და ფელამუში, ამოივლო ჩურჩხელები, დაგემოვნდა საშემოდგომო ხილი და ტკბილეული.
განსაკუთრებული მღელვარება ემჩნეოდათ პირველკლასელ (დამრიგებლები თინათინ ბლიაძე, ნინო ჩუბინიძე, ქეთევან მოსულიშვილი) მოსწავლეებს, რომლებიც წელს პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას ამ ზეიმში და სტუმრებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს.
ტრადიციას არ უღალატეს მესამე კლასელებმა, მათ ამ ზეიმის ჩატარებას საფუძველი ჩაუყარეს ამ სამიოდე წლის წინ და ულამაზესი საშემოდგომო კუთხეები წარმოგვიდგინეს (კლასის დამრიგებლები ეკატერინე ხეჩუაშვილი, ქეთევან გაგოშიძე, ნინო ტაბატაძე).
ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს მეორე (დამრიგებლები გუგული ზოიძე, მადონა ვარდოშვილი), მეოთხე (დამრიგებლები მაია ხორბალაძე, ბელა ოქრიაშვილი, მე-5ბ (დამრიგებელი ნათია მიქელაძე), მე-6ბ (დამრიგებელი ფატი მუშკუდიანი) და მე-7ა , მე-7ბ (დამრიგებლები იოსებ აფაქიძე, შორენა ოქრიაშვილი) კლასის მოსწავლეები. თითქმის ყველგან, მაყალზე იწვებოდა მწავდი, იხარშებოდა ხინკალი, დუღდა ფელამუში და ისმებოდა სიყვარულის, სიკეთი, მშვიდობის, ერთობის, მართლმადიდებლობის, სამშობლოს სადიდებელი.
სტუმრები, სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელობა და პირადად სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი, განათლებისა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, მარინა გოგოლაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე ყველა კლასის კუთხეს ესტუმრნენ. მამა მირიანმა გულთბილად დალოცა ყველა მოსწავლე, მათი პედაგოგები და მშობლები, მიულოცა დღევანდელი დღე და წარმატებები უსურვა მათ.
ზეიმს დიდი ხიბლი და ლაზათი შესძინა პროფესიული განათლების სტუდენტთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენამ (პედაგოგები ანა მაისურაძე, იოსებ ზანგალაძე, გია ალუღიშვილი). მნახველს თვალს სტაცებდა მათ მიერ თექაზე, ბატიკაზე, ხზე, მინანქრით შესრულებული ნამუშვებრები (დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე).
მოეწყო ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა „შემოდგომის ფერები“, სადაც ბავშვების მიერ წარმოდგენილი იქნა საინტერესო ნახატები (პედაგოგები გაიოზ ზანდარაშვილი და მაკა გოგუაძე).
კუთხეების დათვალიერების შემდეგ სტუმრები და მასპინძლები შეიკრიბნენ სკოლის ცენტრალურ მოედანზე, სადაც გაიმართა ხელოვნების მიმართულების მოსწავლეთა საზეიმო კონცერტი (ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი) ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული გუნდების, ქართულ-ხალხურ საკრავთა ჯგუფის და ქორეოგრაფიული წრის „არსიანის“ მონაწილეობით (პედაგოგები დავით შანიძე, დალი დაბრუნდაშვილი, მალხაზ ქოიავა, ჯონი დუგლაძე და ნოდარ პაპინაშვილი). გულგრილი არავინ დატოვა ანა ხარაზიშვილისა და გიორგი სამხარაძის ცეკვა „ქართულმა“, ანსამბლის წევრების „აჭარულმა“ და პედაგოგების მაკა გოგუაძის და ჯონი დუგლაძის მიერ შესრულებულმა „ოსურმა“, მოსწავლეების მიერ შესრულებმულმა ქართულმა ჰანგებმა და მელოდიებმა.
ღონისძიების დასასრულს შეკრებილნი დალოცა და ასეთი ლამაზი დღისათვის მადლობა გადაუხადა სკოლა-პანსიონის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს მამა გიორგი ჭიტაძემ (რომელიც ამავდროულად ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლის მშობელიცაა).
სკოლა-პანსიონის დირექტორმა, მამა მირიანმა კიდევ ერთხელ დალოცა მოსწავლეები, მადლობა გადაუხადა მათ მშობლებს, პედაგოგებს, რომლებმაც ამ მართლაც სახალხო ზეიმის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
დიახ, მართლაც უხვი, დოვლათიანი და ბარაქიანი იყო წლევანდელი შემოდგომა. ღვთის სიყვარული არ მოკლებოდეს თითოეულ ქართულ ოჯახს, მშვიდობა და სიკეთე ყოფილიყოს ჩვენს სამშობლოში.
მომავალ შემოდგომის ზეიმამდე!!!



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მაია ხორბალაძე
- ციცია ავსაჯანიშვილი
- მიხეილ მემანიშვილი
- ნიკოლოზ ჩოჩელი
- მაია ხორბალაძე
- ციცია ავსაჯანიშვილი
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე
- მათე ფურცხვანიძე






























შემოსვლები
სულ: 744024 
დღეს: 304 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.