Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსნოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე

2012 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენაში „საქართველოს შიშველი სატევარი“.
წარმოდგენა გაიმართა ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ინიციატივით (სცენარის ავტორი და წამყვანი იზა ვეფხვაძე). ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ დარბაზი.
დარბაზში იმყოფებოდნენ მერაბ კოსტავას მეგობრები, მისი თანამედროვენი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ახალგაზრდები, მოსწავლეები. ყველამ ერთად კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი მერაბ კოსტავას, მართლაც, რომ მოწამეობრივ ცხოვრებას. მის ბიოგრაფიას თვალნათლივ გასდევს პატიოსნების, ჭეშმარიტი მამულიშვილობის, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ხაზი.

ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა დაიბადა ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. ბაბუა - ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.
1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მერაბ კოსტავა - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა - სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

„წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო.
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო“

ამ ლექსის შესახებ ზვიად გამსახურდია ამბობდა „ამ სტრიქონებში ჩააქსოვა მერაბ კოსტავამ თავისი ცხოვრებისეული კრედო. მისი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა“.
წარმოდგენა დამთავრდა, მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი კიდევ უფრო ბევრი რამ შეისწავლონ ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ.
სკოლა-პანსიონის დირექცია და მოსწავლე-ახალგაზრდობა მადლობას უხდის ქალბატონ იზა ვეფხვაძეს საინტერესო საღამოსათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, განათლებისა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე.



      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მარიამ კობახიძე
- გიორგი მიხელიძე






























შემოსვლები
სულ: 712227 
დღეს: 396 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.