მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მეხუთე კლასელი მოსწავლეები ფიროსმანის მუზეუმს ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი გამოეხმაურა ,,ფიროსმანობის“ დღესასწაულს და 25 ოქტომბერს წმიდა ნინოს სახელობის V კლასის მოსწაველეები (კლასის დამრიგებელი მაკა გოგუაძე) ეწვივნენ გამოჩენილი ქათველი სახალხო მხატვრის ნიკო ფიროსმანის მუზეუმს ქალაქ თბილიში.
მიმდინარე წელს შესრულდა ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წელი. ,,იუნესკოს“ გადაწყვეტილებით ეს თარიღი მთელ მსოფლიოში აღინიშნება,ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბევრი რამ შეისწავლეს ამ ლეგენდარული თვითნასწავლი მხატვრის შესახებ.
დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა.1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
აქ ამ ქუჩებში დადიოდა, როგორც სიზმარი.
(საქართველოს ცას, აქ ეტრფოდა მისი ოცნება)
ჩამოხეული, ტან მაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.
ლადო ასათიანი

მუზეუმის მონახულების შემდეგ მოსწავლეებმა მოილოცეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტერი.
სკოლა-პანსიონში ფიროსამანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კიდევ მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
მოსწავლეებს მეგზურობას უწევდნენ: კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგები:მაკა გოგუაძე,იოსებ აფაქიძე, ქეთევან ყანდარელი.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
დეკემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ნინო სეთურიძე






























შემოსვლები
სულ: 789609 
დღეს: 433 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.