Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, პანსიონური მომსახურეობით სარგებლობს 95 მოსწავლე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, კერძოდ: აჭარას, ქართლს, კახეთს. მათ შორის არიან მოსწავლეები საინგილოდან. ამ ბავშვებისათვის, ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის მასობრივი ღონისძიებები. 23 ოქტომბერს უფროსი კლასის მოსწავლეებმა სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მოაწყვეს ექსკურსია და მოინახულეს თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, მოილოცეს მისი სიწმიდეები.
მოსწავლეებმა უპირველესად თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარს მიაშურეს. თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე. გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ერისთავები, ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს(619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.
მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს.თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. 1556 წელს ტძარი კვლავ გაანადგურა შაჰ თამაზმა, ხოლო 1616 წელს კი შაჰაბაზმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1667 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, რომელზეც მოწმობს წარწერა სამხრეთ ფასადზე.
სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომელიც ეხმაურება თავად ტაძარს, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი. აქვეა დაბრძანებული წმინდა ნინოს ჯვარი - სათაყვანებელი სრულიად საქართველოსი. ასევე ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, თომა მოციქულის თავის ქალა .
მოსწავლეები ეწვივნენ მეტეხის ისტორიულ უბანს. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. გადმოცემით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც მეფის რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი „მეტეხი“ და ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. აქ V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მოსწავლეებმა მოილოცეს მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. პატივი მიაგეს წმიდა შუშანიკის და წმიდა აბო თბილელის ხსოვნას.
ბავშვებმა ახალი საბაგირო გზით გაისეირნეს. დატკბნენ ძველი და ახალი თბილისის ხედებით. გვიანობამდე იმყოფებოდნენ „ევროპის მოედანზე“ და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაუბრუნდნენ თავიანთ „მეორე სახლს“ - სკოლა-პანსიონს.
მოსწავლეებს მეგზურობას უწევდნენ პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგი და კლასის დამრიგებელი თამარ მიქავა.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727162 
დღეს: 331 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.