Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2018-2019 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2018-2019 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის VIა კლასის მოსწავლეები სტუმრად - ,,კათარზისში''

2012 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის VIა კლასის მოსწავლეები ( კლასის დამრიგებელი: ფატი მუშკუდიანი) ეწვივნენ სათნოების სახლს „კათარზისს“
გთავაზობთ მცირე ინფორმაციას „კათარზისის“ შესახებ:
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი ''კათარზისი'' დაფუძნდა 1990 წელს. ''კათარზისი'' ეს არის სოციალური დახმარების კომპლექსური ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური დახმარებები, რომლებიც დღეს აქტუალურია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დღეს აქ ფუქციონირებს: უფასო სასადილო, წინასწარი სამედიცინო დათვალიერების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, ხანდაზმულთა ხალხური, კლასიკური და საესტრადო გუნდები, აგრეთვე ინვალიდთა თეატრი. მთავარანგელოზი გაბრიელი არის "კათარზისის" მეოხი, კეთილის მაცნე და გამაძლიერებელი. "კათარზისის" დღესასწაულია 31 მარტი, მისი დაბადების დღე..
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კლასის მოსწავლეები გასულ წელსაც სტუმრობდნენ ხანდაზმულებს, ეხლაც დიდი სიყვარულით მიაკითხეს მათ. დაესწრენ მოხუცების მიერ მომზადებულ მინი-სპექტაკლს, ყვავილები და ტკბილეული მიართვეს მათ. მოხუცებმა გაიხარეს ბავშვების ნახვით.
მადლობას ვუხდით მშობლებს და განსაკუთრებით ქალბატონ ლია კინწურაშვილს ღონისძიების მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის. მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები ფატი მუშკუდიანი და ინგა ჩადუნელი.





უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 727160 
დღეს: 329 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.