მიმდინარეობს Web გვერდის რეკონსტრუქცია...
გვერდის განახლებამდე ინფორმაციები იხილეთ: facebook-გვერძე
Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2019-2020 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2019-2020 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული იმართება ქალაქ მცხეთის საკათედრო ტაძარ-სვეტიცხოველში . ეს დღე დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ , სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც . მცხეთობის ამ დღესასწაულს შეუერთდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობიs სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები. „მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“ მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ ფუძის ქვანო , ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით კონსტანტინე ბატონო?!“ (შ.ნიშნიანიძე)
დიახ, ამ დღეს მცხეთაში „მიბრძანდებოდა“ ყველა, დიდი თუ პატარა და თან გვდევდა სახელოვან წინაპართა აჩრდილები. სამთავროს დედათა მონასტერში, დილაადრიან სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა სკოლა-პანსიონის დირედექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც გულითადად მიულოცა სრულიად საქართველოს ეს დღესასწაული და აღნიშნა რომ ღვთისმშობლის და უფლის კვართის მფარველობით საქართველო უცილობრივ გაბრწყინდება. წარვა-ლოცვას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. სამთავროს მონასტრის შემდეგ გადავინაცვლეთ სვატიცხოვლის ტაძარში, სადაც ღვთისმსახურებას უძღვებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა -თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია- II, რომლის ბრძნულმა ქადაგებამ კიდევ ერთხელ გაგვამხნევა და დაგვაფიქრა თითოეული ჩვენთაგანი.
მცხეთაში ნამდვილი სახალხო ზეიმი გაიმართა, ქალაქის ქუჩები სავსე იყო მოზეიმე ხალხით, გამოფენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები. სახელდახელოდ მოწყობილ სცენებზე ერთმანეთს ცვლიდნენ ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო კოლექტივები. ზეიმზე მიწვეული იყო ჩვენი სკოლა-პანსიონის პროფესიული განათლების (დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში კახაბერ ვარდუკაძე) სტუდენტები და მოსწავლეები. მათ მიერ წარმოდგენილი ფართო სპექტრის გამოფენა, იმთავითვე მოექცა დამთვალიერებელთა ყურადღების ქვეშ. მნახველი აღტაცებას ვერ მალავდა თექაზე, ბატიკაზე, ხეზე, მინანქრით შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებისას (პედაგოგები: ანა მაისურაძე, გია ალუღიშვილი, იოსებ ზანგალაძე) მცხეთა აახმიანა ჩვენი სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების (ხელმძღვანელი თამარ ფოლადიშვილი) ვაჟთა და გოგნათა ფოლკლორული ანსამბლების, ქართულ ხალხურ საკრავთა ჯგუფის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და მელოდიებმა (ხელმძღვანელები: დავით შანიძე, დალი დაბრუნდაშვილი, მალხაზ ქოიავა). დიდხანს უკრავდა მაყურებელი ტაშს მათ მიერ პროფესიულ დონეზე შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში ტოლი არავის დაუდო ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლემ გიორგი სამხარაძემ, რომლის ,,დამარცხება’’ მხოლოდ შეჯიბრების ორგანიზატორმა შეძლო და ღირსეული მეორე ადგილი დაიკავა .
გვიანობამდე გაგრძელდა სვეტიცხოვლობის დღესასწაული. იქ მიღებული მადლი გამოგვყვა თითოეულ ჩვენთაგანს . კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, განსაკუთრბით, ჩვენი სკოლა-პანსიონის დირექტორს, მამა მირიანს და ფოფოდია ნანას (სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს) მათი წმინდანების ხსენების დღეს.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 772053 
დღეს: 261 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.