Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მსვლელობა მახათას მთაზე

9 ოტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებას საქართველოში, რომელიც 1989 წელს ჩამოაბრძანეს ათონის მთიდან.
სრულიად საქართველოს ამ დღესასწაულს შეუერთდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონის პედაგოგები და მოსწავლეები. ისინი სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, გაემართნენ მახათას მთისკენ, სადაც მიმდინარე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის მშენებლობას.
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“
ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატია, რომელიც დაბრძანებულია საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში.

გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მრავალ სასწაულთა
საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც ”სასწაულთმოქმედი”.
სწორედ იქ სადაც ივერიის ხატის სავანის მშენებლობაა დაწყებული და რომლის მშენებლობაში სრულიად საქართველოა ჩართული (მათ შორის ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები) დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მამა გიორგი ჭიტაძესთან ერთად ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა. მოსწავლეები და პედაგოგები ერთად ლოცულობდნენ ღვთის და საქართველოს სადიდებლად.

საქართველო გაბრწინების გზაზეა, შევეწიოთ ღვთისმშობლის ივერიის ხატის სავანის მშენებლობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღვთისმშობლის მადლი არ მოგკლებოდეთ, თქვენ და სრულიად საქართველოს.



      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.