Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა მარტყოფის ღვთაება მოილოცეს

21 სექტემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ტბელ-აბუსერისძის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. წირვა-ლოცვას ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები, რომლებიც წირვის შემდეგ, დირექტორის მოადგილის ზოგადი განათლების დარგში, მაყვალა ანთაძის თაოსნობით გაემართნენ მარტყოფის ღვთაების მოსალოცად.
მარტყოფს აქვს მდიდარი ქრისტიანულ-მართმადიდებლური ისტორია. მარტყოფის ღვთაების სავანევ - ჩვენი სიამაყეა, სიწმიდისა და დიდების ადგილია, საიდანაც უშრეტად მოედინებოდა და დღესაც მოედინება ღვთის მადლი და ძალა.
მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებული არაბებისაგან, მონღოლებისაგან, სპარსელებისაგან, ოსმალებისაგან, ლეკებისაგან, კომუნისტებისაგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებული, სადაც V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო, ხოლო VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთ ერთი 13 ასურელი მამათაგან - წმ. ანტონ მარტყოფელი.
პედაგოგები დალოცა მონასტრის წინამძღოლმა მამა ბენიამინმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვიწოდა ლოცვისა და და ერთობისაკენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მისი მადლი არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613140 
დღეს: 135 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.