Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში დაიწყო ახალი 2012-2013 სასწავლო წელი

2012 წლის 17 სექტემბერს ისევე, როგორც საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო ახალი, 2012-2013 სასწავლო წელი.
სკოლა-პანსიონში დილაადრიან იწყეს მოსვლა მოსწავლეებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. ის მოსწავლეები კი, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ, კვირას უკვე თითქმის ყველა ჩამოვიდა ზემო აჭარიდან, საინგილოდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩამოსულ ბავშვებს გულთბილად დახვდნენ პანსიონის აღმზრდელ-პედაგოგები.
სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, დეკანოზ იაკობ მახნიაშვილთან, მამა გიორგი ჭიტაძესთან და მამა დავით ქლიბაძეთან (რომლებიც ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მშობლები არიან ) ერთად მეფე თამარის სადიდებელი პარაკლისი აღავლინეს. უემოციოდ ვერ შეხედავდი იმ ფაქტს, რომ სკოლა-პანსიონის ეზოში შეკრებილი საზოგადოება ერთად ლოცულობდა, გალობდა ჩვენი სამშობლოს, მართმადიდებლობის სადიდებლად.
შეკრებილნი დალოცა და ახალი სასავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც ისაუბრა სკოლა-პანსიონის მიღწევებზე და ახალ ამოცანებზე. აღნიშნა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში გაიხსნა სამი პირველი კლასი და შემოვიდა 60_მდე პირველკლასელი. სკოლაში გადმოსვლის სურვილი გამოთქვა 80_მდე მოსწავლემ, აქედან 40_მდე მოსწავლე შემოგვიერთდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მამა მირიანმა აღნიშნა სკოლის პედაგოგ-მასწავლებლების დაუღალავი შრომა, მოსწავლეთა სწავლისა და აღზრდის საქმეში, მიულოცა სერტიფიცირებულ მასწავლებლებს აღიარება.
შეკრებილ საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ვეტერანმა პედაგოგმა, რესპუბლიკის დამსახურებულმა მასწავლებელმა ზემო აჭარიდან, კერძოდ სხალთის ხეობიდან ბატონმა შოთა მახარაძემ (ბატონი შოთას ორი შვილიშვილი ჩვენს სკოლაში უკვე ორი წელია სწავლობს, ორი კი წელს შემოგვიერთდა). ბატონმა შოთამ დიდი მადლობა გადაუხადა სკოლა-პანსიონის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს და მის ოჯახს, აჭარელ ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვისა და ამაგისთვის, იმისათვის, რომ სკოლა-პანსიონში ყოველგვარი პირობაა შექმნილი მოსწავლეთა სათანადო ცოდნის მისაღებად და ჭეშმარიტ მამულიშვილებად აღსაზრდელად. ბატონმა შოთამ თითოეული პედაგოგის ღვაწლს, მათ პროფესიონალიზმს და ამაგს გაუსვა ხაზი. მან ემოციები ვერ დამალა, როდესაც სრულიად საქართველოს პატრიარქზე მის უწმინდესობაზე ილია II-ზე საუბრობდა. ,,სწორედ პატრიარქის ზრუნვის შედეგია ჩვენს სკოლაში აჭარელი ბავშვების სწავლება. პატრიარქი ხომ ერთნაირად ზრუნავს ჩვენი სამშობლოს შვილებზე, მიუხედავად აღმსარებლობისა და სწორედ ჩვენი სკოლაა იმის ნათელი მაგალითი, როგორი სიყვარულით ცხოვრობენ ერთად ქრისტიანი და მუსულმანი ბავშვები’’.
მოსწავლეებს მიესალმა სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, რომელმაც ასევე მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლეებს, პედაგოგებს და მათ მშობლებს. მან აღნიშნა, რომ სკოლა სრულ მზადყოფნაშია ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. სასწავლო პროცესის სრულყოფაზე მიუთითებს ის ფაქტი რომ გასული სასწავლო წელი წარჩინებით დაამთავრა 228 მოსწავლემ. აქედან 120 დაიმსახურა პირველი ხარისხის სიგელი,108 კი მეორე ხარისხის სიგელი. ყველა ამ მოსწავლეს გადაეცა აღნიშნული ჯილდო.
გაისმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დროშის აწევის უფლება მოიპოვეს: 2011-2012 სასწავლო წლის საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლემ თამარ სამხარაძემ (VIII კლასი), პირველმა კლასელმა დემეტრე აბრამიშვილმა და წლის საუკეთესო პედაგოგებმა, ვიქტორია ხასიევამ და ნინო ტაბატაძემ.
აფრიალდა საქართველოს სახელმწიფო დროშა, გაისმა სკოლის ზარი და ამ პირველი ზარის ფონზე სკოლა-პანსიონმა ფართოდ გაუღო კარი პირველკლასელებს და სკოლის ყველა მოსწავლეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებას. უფალი ყოფილიყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.
„და დღეს - შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს - ვახტანგის ნაქონი სისხლით
და დღეს- სულხანის ნაქონი სისხლით
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ“



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613116 
დღეს: 111 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.