Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა

2012 წლის 10 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა პედაგოგიური საბჭოს გაფართოებული სხდომა
სხდომას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. განხილული იქნა 2011-2016 ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, საკითხი წარმოადგინა სკოლა-პანსიონის განათლების ხარისხის მართვისა და საქმის წარმოების უფროსმა მარინა გოგოლაძემ. დირექტორის მოადგილემ ზოგადი განთლების დარგში, მაყვალა ანთაძემ, პედაგოგიური საბჭოს სხდომას წარუდგინა 2011-2012 სასწავლო წლის საშემოდგომო გამოცდების შედეგები და აღნიშნა, რომ იმ მოსწავლეებმა რომლებსაც მიცემული ჰქონდათ სხვადასხვა საგნებში საშემდგომო გამოცდები, დავალებებს სათანადოდ გაართვეს თავი. ასევე ქალბატონმა მაყვალამ დასამტკიცებლად წარმოადგინა საგნის/საგნობრივი ჯგუფების კათედრების თავმჯდომარეების კანდიდატურები. სულ სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს იფუნქციონირებს შვიდი საგნობრივი კათედრა. ასევე პედაგოგიურმა საბჭომ დაამტკიცა სკოლა-პანსიონში 2012-2013 სასწავლო წლის განმავლობაში I-XII კლასებში გამოსაყენებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გრიფმინიჭებული და დამხმარე სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების ჩამონათვალი. დეტალურად იქნა განხილული სკოლის სასწავლო გეგმა და პედაგოგთა კვირეული დატვირთვის საკითხი. დამტკიცდა ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე. განხილულ იქნა კლასის დამრიგებელთა კანდიდატურები. დამტკიცდა გახანგრძლიგვებული ჯგუფების პედაგოგები.
პედაგოგიური საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც პედაგოგებს მიულოცა ხალი სასწავლო წლის დაწყება და წარუდგინა მათ სკოლა-პანსიონის ერთწლიანი განვითარებისა და პრევენციულ ღონისძიებათა გეგმა.
პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხთა განხილვაში პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ.
პედაგოგიურ საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე და კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
პედაგოგიური საბჭოს მუშაობა შეაჯამა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ, დირექტორის მაოდგილემ ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძემ.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.